ალექსანდრე გვახარია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გვახარია.

ალექსანდრე გვახარია (დ. 30 ივლისი, 1929, თბილისი — გ. 2002) — ქართველი მეცნიერი, მკვლევარი, პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი.

1987 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირანული ფილოლოგიის კათედრის გამგე. იკვლევდა სპარსული ლიტერატურის ისტორიას და ქართულ–სპარსული ლიტერატურის ურთიერთობათა საკითხებს. თანამშრომლობდა „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური ტექსტის დამდგენ კომისიაში.

1989 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ–კორესპონდენტი.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რედაქტირება
  • 1981 — აზერბაიჯანის კულტურის დამსახურებული მუშაკი
  • გიორგი წერეთლის სახელობის პრემია
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი
  • ღირსების ორდენი
  • საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ნარკვევები ქართულ-სპარსული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან (ავტორი) // წ. 1. - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1995. - 272გვ.. - ISBN: 5-511-00660-2
  • ფილოლოგიური ძიებანი (რედაქტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1995. - 208გვ.
  • „ბალავარიანის“ სპარსული ვერსიები (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1985. - 175გვ.
  • სპარსული ხალხური პროზის ისტორიიდან : დასთანები (ავტორი). - თბილისი, მეცნიერება, 1973. - 194გვ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება