ალექსანდრე ბახუტაშვილი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ალექსანდრე ბახუტაშვილი (დ. 21 მარტი, 1961, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1983 წელს დაამთავრა მოსკოვის II სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1983 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი. 1991 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამედიცინო ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ბიომედიცინის განყოფილების გამგე. ავტორია 46 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება იმუნომამოდულირებელი პრეპარატების მოქმედების მექანიზმების შესწავლასა და სხვა პრობლემებს.

1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „პრეპარატ პლაფერონის იმუნომამოდულირებელი მოქმედება.“

1991 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაციის თემა — „პრეპარატ პლაფერონის იმუნომამოდულირებელი მოქმედება ექსპერიმენტსა და კლინიკაში.“

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 33

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება