ალექსანდრე ახვლედიანი (პოლიტიკოსი)
ალექსანდრე ახვლედიანი (დ. 16 ივლისი, 1961, ცაგერი) — ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკოსი.
ალექსანდრე ახვლედიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 16 ივლისი, 1961 |
დაბადების ადგილი | ცაგერი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
1982 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი. 1982-1990 წლებში მუშაობდა სახელმწიფო სტრუქტურებში სხვადასხვა თანამდებობებზე: 1982 წლიდან საქართველოს სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ინსპექტორი, 1983 წლიდან თბილისის საზოგადოებრივი კვების სამმართველოს ბუხჰალტერი, 1989 წლიდან ქუთაისის საწარმოო გაერთიანება „ქუთაისავტოგზის“ საწარმოო - ტექნოლოგიური კომპლექტაციის მთავარი ბუხჰალტერი, ქუთაისის პრეფექტის პირველი მოადგილე. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“, მაჟორიტარი, ქუთაისის ბაკისუბნის საარჩევნო ოლქი, წმინდა ილია მართლის საზოგადოება, ეკონომიკური რეფორმების კომისიის მდივანი (1990-1991); ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).