ალექსანდრე აფროდისიელი

ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 11 თებერვალი 2018. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

ალექსანდრე აფროდისიელი[1] (ბერძ. Ἀλέξανδρος ὁ Ἀφροδισιεύς; ახ.წ II საუკუნის ბოლო-III საუკუნის დასაწყისი) — ფილოსოფოს-პერიპატეტიკოსი, არისტოტელეს ნაშრომთა კომენტატორი. არისტოტელე მიტილენისა და სოზიგენის მოსწავლე. ალექსანდრე ცხოვრობდა ათენში რომაელი იმპერატორების ლუციუს სეპტიმიუს სევერუსისა და კარაკალას დროს. მის მიერ არისტოტელეს ნაშრომების მიმართ დაწერილი კომენტარებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „მეტაფიზიკის“ კომენტარები.

Commentaria in Analytica priora Aristotelis, 1549

არისტოტელეს სხვა კომენტატორებისგან განსხვავებით ალექსანდრე უფრო დამოუკიდებელი აზროვნებით გამოირჩევა; მას ეკუთვნის მეტაფიზიკის საკითხთა გონებამახვილური განხილვები, მიმართული სტოიკოსების წინააღმდეგ. გვიანდელი ანტიკური ხანის ავტორები, რომელიც ალექსანდრეს ავტორიტეტს აღიარებდნენ, ხშირად მოიხსენიებდნენ მას, როგორც, უბრალოდ კომენტატორს, მსგავსად არისტოტელესი, რომელსაც ხშირად მხოლოდ „ფილოსოფოსის“ სახელით მოიხსენიებდნენ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება