ალექსანდრეს პარკი (პეტერგოფი)
ალექსანდრეს პარკი (რუს. Александровский парк) — პეიზაჟური პარკი პეტერგოფის ტერიტორიაზე. პარკი განთავსებულია ალექსანდრიის პარკის სამხრეთით სანქტ-პეტერბურგის პროსპექტისა და სანქტ-პეტერბურგ–კალიშჩეს რკინიგზის ხაზს შორის.
პარკის ფართობია 144 ჰა. იგი შედის იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სანქტ-პეტერბურგის ისტორიული ცენტრი და მასთან დაკავშირებული ძეგლთა კომპლექსების შემადგენლობაში.
ისტორია
რედაქტირებაპარკი დაარსდა 1734 წელს როგორც სამეფო სანადირო ადგილ-მამული და ეწოდებოდა დიდი ან ირმის სამხეცე.
1832-1836 წლებში ადამ მენელესისა და იოსებ შარლემანის პროექტის მიხედვით ბაღების დიდოსტატმა პეტრე ერლერმა გააკეთა სადრენაჟე სისტემა და ამოაშრო ტერიტორია. გათხარა თვალწარმტაცი ხელოვნური ჭაობი სამი კუნძულით. დააგო ხრეშიანი გზები, გააშენეს არყის ხის კორომი, ასევე მუხის, ნაძვისა და ფიჭვის კორომები. კუნძუებზე დაამონტაჟეს თუჯის მოაჯირები და შვეიცარიული სახლი (არაა შემონახული დღემდე). ჩვენს ეპოქამვე მოაღწია მხოლოდ ორმა საყარაულოს შენობამ, რომელიც აგებულია XIX საუკუნეში.
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ უწოდეს პროლეტარიატის პარკი. დიდი სამამულო ომის პერიოდში მნიშვნელოვნად დაზიანდა მწვანე საფარი, ხოლო პარკის დაგეგმარება უცვლელადაა შემონახული.
ამჟამად პარკი ქალაქის მაცხოვრებლების დასვენების და ფიზიკური ვარჯიშის ადგილს წარმოადგენს. პარკში იმართება ქალაქის სპორტული ღონისძიებები და ასევე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები.
ლიტერატურა
რედაქტირება- Городские имена сегодня и вчера: Петербургская топонимика / сост. С. В. Алексеева, А. Г. Владимирович, А. Д. Ерофеев и др. — 2-е изд., перераб. и доп. — СПб.: Лик, 1997. — 288 с. — (Три века Северной Пальмиры). — ISBN 5-86038-023-2.
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — СПб.: Норинт, 2002. — 353 с. — ISBN 5-7711-0019-6.
- Зодчие Санкт-Петербурга. XIX — начало XX века / сост. В. Г. Исаченко; ред. Ю. Артемьева, С. Прохватилова. — СПб.: Лениздат, 1998. — 1070 с. — ISBN 5-289-01586-8.
- Горбатенко С. Б. Петергофская дорога: Историко-архитектурный путеводитель. — СПб.: Европейский Дом, 2001. — 448 с. — 3000 экз. — ISBN 5-8015-0113-4.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი