ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტი (აშშ)

ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტი (ინგლ. National Institute of Allergy and Infectious Diseases; NIAID) — აშშ-ის 27 ინსტიტუტიდან და ცენტრიდან ერთ-ერთი, რომლებიც ერთობლიობაში შეადგენენ ჯანმრთელობის ეროვნულ ინსტიტუტს (NIH), შეერთებული შტატების ჯანდაცვისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის სააგენტოს (HHS). NIAID-ის მისიაა ჩაატაროს ძირითადი და გამოყენებითი კვლევები ინფექციური, იმუნოლოგიური და ალერგიული დაავადებების უკეთ გასაგებად, მკურნალობისა და პრევენციის მიზნით.[1]

ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტი
National Institute of Allergy and Infectious Diseases
უწყების შესახებ
შეიქმნა 29 დეკემბერი, 1955
წინამორბედი უწყება მიკრობიოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი
 
(და ა. შ.)
უწყების ხელმძღვანელი ენტონი ფაუჩი, დირექტორი
მთავარი დოკუმენტი (და ა. შ.)
საიტი
NIAID.NIH.gov

NIAID-ის გააჩნია ლაბორატორიები მერილენდსა და ჰამილტონში, მონტანაში და აფინანსებს კვლევებს, რომლებსაც ამერიკელი მეცნიერები ატარებენ აშშ-ის და მთელი მსოფლიოს მასშტაბით. NIAID-ის ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს პარტნიორებთან აკადემიაში, ინდუსტრიაში, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებში მრავალმხრივ და მრავალდისციპლინურ ძალისხმევით, რათა გადაჭრას ჯანმრთელობის ისეთი გამოწვევები, როგორიცაა „H1N1/09“ და COVID-19 პანდემია.