ალდე კაკაბაძე (დ. 18 ოქტომბერი, 1932, თბილისი — გ. 1 თებერვალი, 2016) — ქართველი მხატვარ-კერამიკოსი. საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი (1976).

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია, 1964 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა იქვე. კაკაბაძის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია მაღალი პროფესიონალური ოსტატობა, მასალის, კოლორიტის, პროპორციების ფაქიზი შეგრძნება, მკაფიოდ გამოსახული ეროვნულობა, პოეტურობა. ნამუშევრები:„საქორწილო დოქი“ (1966, სსრკ მხატვართა კავშირი), „ხევსური ქალის პორტრეტი“ (1977, საქართველოს სურათების გალერეა), „ჩიტებიანი დოქი“ (1973, სსრკ მხატვართა კავშირი) და სხვა.

ლიტერატურარედაქტირება