ალდანი (ქალაქი)
ალდანი[3] (რუს. Алдан) — ქალაქი რუსეთში, რესპუბლიკა სახას (იაკუტიის) სამხრეთ ნაწილში; ალდანის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 20 595 მცხოვრები (2018).[2] მდებარეობს ალდანის მთიანეთზე, რკინიგზის სადგურ ბერკაკიტიდან 290 კმ-ში, ამურო-იაკუტიის საავტომობილო გზაზე. წარმოიშვა 1923 წელს ოქროს საბადოს რაიონში, როგორც დაბა ნეზამეტნი. 1932 წელს მიენიჭა ქალაქის სტატუსი; 1939 წელს ეწოდა დღევანდელი სახელი. ქალაქში მდებარეობს ოქროს პირველაღმომჩენთა (ევენკი ოქროს მაძიებლის, მ. პ. ტარაბუკინისა და არტილერიის ხელმძღვანელის, ვ. პ. ბერტინის) ძეგლი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.
ქალაქი | |
---|---|
ალდანი რუს. Алдан[1] იაკუტ. Алдан | |
ქვეყანა | რუსეთი |
ფედერაციის სუბიექტი | სახა (იაკუტია) |
რაიონი | ალდანი |
კოორდინატები | 58°36′00″ ჩ. გ. 125°23′00″ ა. გ. / 58.60000° ჩ. გ. 125.38333° ა. გ. |
დაარსდა | 1923 |
ადრეული სახელები | ნეზამეტნი |
ამჟამინდელი სტატუსი | 1932 |
ფართობი | 33 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 650 მ |
ოფიციალური ენა | იაკუტური და რუსული |
მოსახლეობა | 20 595[2] კაცი (2018) |
სიმჭიდროვე | 627,2 კაცი/კმ² |
ეროვნული შემადგენლობა | რუსები, უკრაინელები, იაკუტები და ევენკები |
სასაათო სარტყელი | UTC+9 |
სატელეფონო კოდი | +7 411 45 |
საფოსტო ინდექსი | 678900 |
ალდანი არის სამხრეთ იაკუტიის მთავარი სამთო-სამრეწველო ცენტრი (ოქროს და ქარსის მოპოვება). არის ხის გადამამუშავებელი („ალდანსკი დოკ“), კვების მრეწველობის („დემის“, „ალდანასჩიტა“) და სხვა საწარმოები; მანქანათსარემონტო ქარხანა; პოლიტექნიკუმი და სამედიცინო სასწავლებელი.[4]
ლიტერატურა
რედაქტირება- Колесов В. И. АЛДАН დაარქივებული 2019-03-07 საიტზე Wayback Machine. // Большая российская энциклопедия. Том 1. Москва, 2005, стр. 428.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ OKATO
- ↑ 2.0 2.1 Численность населения Российской Федерации по муниципальным образованиям на 1 января 2018 года. Дата обращения 25 июля 2018. Архивировано 26 июля 2018 года.
- ↑ ელერდაშვილი ა., ალდანი // უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად], 1-ლი გამოც., თბ.: ფანტაზია, 2006.
- ↑ Алдан // Большая советская энциклопедия. — М.: Советская энциклопедия 1969—1978.