ალდამან ღეზა
ალდამან ღეზა (ჩეჩნურად: ალდამან ღეზა; რუსულად: გაზი ალდამოვი) — მე –17 საუკუნეში ჩეჩნეთის გუბერნატორი და მეთაური ჩებერლოიდან. ღეზა ჩეჩნურ-ინგუშურ ფოლკლორში ძალზე თვალსაჩინო ფიგურაა და აღინიშნება როგორც გმირი, რომელიც იცავდა ვაინახის საზღვრებს უცხოთა შემოსევებისგან.[1]
ალდამან ღეზა | |
---|---|
Алдаман ГӀеза / Алдам-Гези | |
დაბადების თარიღი | 1600 წელი |
დაბადების ადგილი | მაკაჟა, ჩეჩნეთი |
გარდაცვალების ადგილი | მაკაჟა, ჩეჩნეთი |
ეროვნება | ჩეჩენი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი, სამხედრო მოხელე |
ადრეული წლები
რედაქტირებაღეზა ალდამის ძე დაიბადა ჩეჩნეთის მაკაჟას მაღალმთიან მხარეში. ღეზა ახალგაზრდობაში ცნობილი იყო როგორც მამაცი და კეთილშობილი მეომარი, რომელიც განდიდებულია ჩეჩნურ-ინგუშურ ილიებში (საგმირო სიმღერებში). ღეზას მამა ალდამი მოღალატეობრივად მოკლეს, როდესაც ის მხოლოდ 9 წლის იყო. 13 წლის ასაკში ღეზამ შური იძია მამის სიკვდილისთვის და პირველი სერიოზული "სანადირო დარბევა" მოახდინა მტრის წინააღმდეგ. მან პატარძალი, ზაზ (იაზბიკი) ანზორი გადაარჩინა უცხოელზე დაქორწინებას და თვითონ შეირთო ცოლად.[2]
ადმინისტრაცია
რედაქტირებაღეზას მზარდმა პოპულარობამ იგი მიიყვანა მეჰკ-ხეტაშოში (ეროვნული ასამბლეა), როგორც ჩებერლოის ერთ-ერთი წარმომადგენელი. XVII საუკუნის 30-40-იან წლებში ღეზა მიიწვიეს მოზაროში, ნაშკაში და იგი დაინიშნა ერდა-კორტის მთაზე ჩებარლოის მეთაურად. ამ მომენტიდან ღეზამ დაიწყო თავისი აქტიური პოლიტიკური და ადმინისტრაციული საქმიანობა. პირველ რიგში, როგორც აღნიშნა ჩეჩენმა ეთნოგრაფმა და ისტორიკოსმა ი. მ. საიდოვმა, მან გაატარა ღონისძიებები ჩეჩნეთის საზღვრების გასამყარებლად.
ღეზამ მაშინვე დაიწყო ჩებერლოის მიწების გამაგრება, მან ააშენა რამდენიმე ციხე-სიმაგრე, მათ შორის დასაყრდენი ალდამ-ღეზაკი თავის მშობლიურ ქალაქ მაკაჟაში, რომელიც მთაზე სტრატეგიულ სავაჭრო გზაზე მდებარეობდა. ასევე გამაგრდ ხოის ძველი დასაყრდენია და მთლიანობაში ჩებერლოიმ რეორგანიზაცია მოახდინა და გააძლიერა ნაშხა (დასავლეთ ჩეჩნეთი) და იჩკერია (ჩრდილო-აღმოსავლეთი ჩეჩნეთი). ამ ქმედებებმა შეაჩერა ნებისმიერი დარბევა ან შემოჭრა და მალევე მიიპყრო უცხო სახელმწიფოების ყურადღება.[3]
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირებაღეზამ დაღესტანში რამდენიმე ხელშეკრულება და ალიანსი დადო ადგილობრივ ძლიერ ბატონებთან. ღეზა ჩეჩნეთის დელეგაციასთან ერთად ასევე ეწვია რუსეთის ტერეკის გუბერნატორებს და მათთან რამდენიმე ხელშეკრულება გააფორმა. ყველა ეს ხელშეკრულება და ალიანსი დაიდო ჩრდილოეთ აღმოსავლეთ კავკასიაში ირანელთა ხელყოფის ჩაშლის მიზნით.[4]
ის ჩეჩნეთის ერთ- ერთ ყველაზე გავლენიან მმართველად ჩამოყალიბდა. იგი მოქმედებდა როგორც მეხ- და(ერის ლიდერი), მეხ-დას ტიტულის მინიჭება მხოლოდმეხ-კელას (ერის საბჭოს) შეეძლო. ღეზა მჭიდროდ თანამშრომლობდა ყუმიხებსა და ყალბუხებთან ჩეჩნეთის საზღვრების ხელყოფის თავიდან აცილების მიზნით. ფოლკლორის თანახმად, 1654 წელს ყალმუხური ხან-სურგოტი განდევნეს ჩეჩნეთიდან და ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას. ყალმუხების წასვლის შემდეგ ღეზამ დაიწყო ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის სტრატეგიული თავდაცვითი ნაგებობების გამაგრება. მან მოახერხა ყაბარდოელი მთავრების ინგუშეთიდან განდევნა და ჩრდილოეთ საზღვრის გადაღმა გამაგრებები შექმნა, როგორიცაა ღეზი-კოვი (გაზი-იურტი, ინგუშეთი), ღეზი-იურტი (ჩერნოკოზოვო), ღაფკეს ციხე (მეკენსკაია). მან ასევე გააძლიერა დოლაკოვი (ფსიდახი) აღმოსავლეთ ჩეჩენი მეომრებით.[5]
სამხედრო კარიერა
რედაქტირება1667 წელს რუსეთის მეფემ ჩეჩნეთში შეჭრა დაიწყო. ვართა ჯარი შეიკრიბა თავიანთ დედაქალაქ ხუნზახში და ხელმძღვანელობდა ხანის ვაჟი მუჰამედი. ისინი ჩეჩნეთში გაემართნენ და ცენტრალურ ჩეჩნეთში მთიან ხაჭარას მიადგნენ. იქ ღეზამ და მისმა ჯარმა არგუნის ხეობის შესასვლელი დახურეს და მათ არმიას ალყა შემოარტყეს, რომელთა ნახევარიც გაანადგურეს. გარდაცვლილთა შორის იყო გამოჩენილი ავარი მეცნიერი, ატანასილ ჰუსეინი. 1859 წელს რუს-გერმანელი გენერალი ა.პ.ბერგერი წერს: ,,ავარებმა, რომ დაინახეს, რომ მათ უკან დახევა არ შეეძლოთ, სცადეს წინააღმდეგობის გარღვევა, მაგრამ მაშინვე გარშემორტყმულნი იყვნენ და გაიფანტნენ. მათი ნახევარი დახოცეს."[6]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ "Гази Алдамов, или Алдаман ГIеза, воевода и предвод (Амин Тесаев) / Проза.ру". proza.ru. Retrieved 2020-07-06.
- ↑ Tesaev, Z. A. (Zelimkhan Adamovich),;Тесаев, З. А. (Зелимхан Адамович),. Institut "Mekhk-Daĭ" : v istorii Chechni (XVI - 1 -i︠a︡ tretʹ XIX v.). Groznyĭ. p. 319. ISBN 978-5-4314-0386-6. OCLC 1141866514.
- ↑ Ахмадов (2009). ОЧЕРК исторической географии и этнополитического развития Чечни в XVI 9 XVIII веках. pp. 135–136.
- ↑ Айтберов (2006). Аваро-чеченские правители из династии Турловых и их правовые памятники XVII в. Makhachkala. pp. 68–70.
- ↑ "РУССКО-ЧЕЧЕНСКИЕ ОТНОШЕНИЯ ВТОРАЯ ПОЛОВИНА XVI-XVII в. DrevLit.Ru - библиотека древних рукописей". drevlit.ru. Retrieved 2020-07-06.
- ↑ "1665 г. не ранее сентября 25. — Челобитная грузинского царевича Николая Давидовича царю Алексею Михайловичу с рассказом о трудностях пути из Тушинской земли в Терский город через Теремскую, Чантинскую, Чинахскую и Шибутскую земли и владение аварского мурзы Загоштоки". www.vostlit.info. Retrieved 2020-07-06.