ალგებრის ფუნდამენტური თეორემა
ალგებრის ფუნდამენტური თეორემა შემდეგში მდგომარეობს:
- ერთი ცვლადის კომპლექსურ კოეფიციენტებიან მრავალწევრს გააჩნია ერთი მაინც კომპლექსური ფესვი. ე.ი. თუ p(z) კომპლექსურ კოეფიციენტებიანი მრავალწევრია, მაშინ არსებობს ისეთი კომპლექსური რიცხვი z0, რომ p(z0)=0.
- სხვა სიტყვებით, კომპლექსურ რიცხვთა ველი ალგებრულად ჩაკეტილი ველია.