ალბინიზმი (ლათ. albus. — „თეთრი“; ასევე უწოდებენ აქრომიას, აქრომაზიას და აქრომატოზს) — კანის, თმის, თვალის ფერადი გარსის პიგმენტაციის თანდაყოლილი არქონა ადამიანებსა და ცხოველებში; მცენარეებში — მწვანე შეფერილობის უქონლობა, ზოგჯერ მხოლოდ ცალკეულ მონაკვეთებზე (ჭრელფოთლობა).

ნეგროიდული წარმოშობის ალბინოსი ბავშვი

განარჩევენ სრულ და ნაწილობრივ ალბინიზმს. პიგმენტაციის ნაწილობრივ ან სრულად არმქონე ადამიანს ან ცხოველს ალბინოსი ეწოდება.

წარმოქმნის პრინციპები

რედაქტირება

დღესდღეობით მიიჩნევა, რომ ალბინიზმის მიზეზად ფერმენტ თიროზინაზის არქონა (ბლოკადა) გვევლინება, რომელიც მელანინის — ქსოვილის შეფერილობაზე პასუხისმგებელი განსაკუთრებული ნივთიერების — ნორმალური სინთეზისთვის არის აუცილებელი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უცხო სიტყვათა ლექსიკონი, გვ. 46, 2007