ალბერ კამილ ვიტალი

ალბერ კამილ ვიტალი (მალაგ. Albert Camille Vital; დ. 18 ივლისი, 1952) — მადაგასკარის არმიის ოფიცერი, ბრიგადის გენერალი, პოლიტიკოსი და სამოქალაქო ინჟინერი. მადაგასკარის პრემიერ-მინისტრი 2009 წლის 20 დეკემბრიდან 2011 წლის 2 ნოემბრამდე. ჟენევაში მადაგასკარის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში 2012 წლიდან.

ალბერ კამილ ვიტალი
ალბერ კამილ ვიტალი
ალბერ კამილ ვიტალი
მადაგასკარის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 დეკემბერი, 2009 – 2 ნოემბერი, 2011
პრეზიდენტი  ანდრი რაძოელინა
წინამორბედისესილ მანოროჰანტა (მოვალეობის შემსრულებელი)
მემკვიდრეჟან ომერ ბერიზიკი

დაბადებული18 ივლისი, 1952 (63 წლის)
ტულიარა, მადაგასკარი
განათლებასენ-სირის სპეციალური სამხედრო სკოლა

2009 წლის 20 დეკემბერს ვიტალი დასახელდა პრემიერ-მინსტრად პრეზიდენტ ანდრი რაძოელინას მიერ. მან ამ პოსტზე ეჟენ რეჟი მალაგაზა შეცვალა,[1] ხოლო მის შემდეგ თანამდებობა ჟან ომერ ბერიზიკმა დაიკავა 2011 წლის 28 ოქტომბერს.[2]

პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ, ვიტალი დაინიშნა ჟენევაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინაში მუდმივ წარმომადგენლად. მან მუდმივი წარმომადგენლის რწმუნების სიგელები 2012 წლის აგვისტოში წარმოადგინა.[3]

  1. „Madagascar leader abandons deal“. BBC News. 21 December 2009.
  2. Razafison, Rivonala (29 October 2011). „Madagascar: Rajoelina appoints a 'consensus' prime minister“. Africa Review. National Media Group, Kenya. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-21. ციტირების თარიღი: 2011-10-29.
  3. "Office des Nations Unies à Genève: Camille Vital a présenté, hier ses lettres de créance"[მკვდარი ბმული], La Gazette de la Grande Ile, 18 August 2012 (ფრანგული).
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
სესილ მანოროჰანტა
მადაგასკარის პრემიერ-მინისტრი
20 დეკემბერი, 20092 ნოემბერი, 2011
შემდეგი:
ჟან ომერ ბერიზიკი