ალბერტ აზარიანი
ალბერტ აზარიანი (სომხ. Ալբերտ Ազարյան; დ. 11 თებერვალი, 1929, ვანაძორი, ამიერკავკასიის სფსრ, საბჭოთა კავშირი) — კარიერადასრულებული სომეხი არტისტული ტანმოვარჯიშე, რომელიც საერთაშორისო ტურნირებზე საბჭოთა კავშირს წარმოადგენდა. არის რგოლით ტანვარჯიშის 1956 და 1960 წლების ოლიმპიადის გამარჯვებული. არის პირველი ტანმოვარჯიშე, რომელიც რგოლით ტანვარჯიშში ორჯერ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი.
ალბერტ აზარიანი | |
---|---|
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაალბერტ აზარიანი დაიბადა 1929 წლის 11 თებერვალს ვანაძორში, ამიერკავკასიის სფსრ-ში. 14 წლის ასაკში აზარიანს მამა მარდაეცვალა. ასეთ მდგომარეობაში მას სკოლიდან გამოსვლა და მუშაობის დაწყება მოუწია.[1] როდესაც ის 17 წლის იყო, სომეხმა ელიტარულმა ტანმოვარჯიშეების ჯგუფმა გამოფენა მის ქალაქში გამართა. ამის შემდეგ თინეიჯერი ბიჭები (მათ შორის იყო აზარიანი) შეეცადნენ შეესწავლათ უკვე ანანხი უნარები თუ შესაძლებლობები. არაზიანის ტანვარჯიშმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჩამოსულ სპორტსმენებზე, რომ მათ იგი ერევანში მიიწვიეს. 3 წლის შემდეგ იგი გახდა სომხეთის ჩემპიონი რგოლით ტანვარჯიშში და მიიღო სპორტის მასტერის ტიტული.[1]
კარიერა
რედაქტირება1953 წელს აზარიანი ასპარეზობდა სსრკ-ის ჩემპინატში. აზარიანი გახდა საბჭოთა კავშირის მამაკაცთა ტანვარჯიშის ნაკრების წევრი და იასპარეზა 1954 წლის მსოფლიო მხატვრული ტანვარჯიშის ჩემპიონატში. აზრარიანთან ერთად გუნდში იყო მისი მეგობარი და თანამემამულე სომეხი ჰარანტ შაჰინიანი. საბჭოთა გუნდმა გუნდურ შეჯიბრებაში ოქრო მოიპოვა, ხოლო თავად აზარიანმა ოქროს მედალი მიიღო რგოლით ტანვარჯიშში. ერთი წლის შემდეგ, ალბერტ აზარიანი შეუერთდა საბჭოთა კავშირის ნაკრებს რათა ესაპარეზა 1955 წლის კაცთა მხატვრული ტანვარჯიშის ევროპის ჩემპიონატში. იგი რგოლით ტანვარჯიშში ევროპის ჩემპიონი გახდა.
1956 წლის ზაფხულის ოლიმპიადაში აზარიანმა იასპარეზა კაცთა ტანვარჯიშის შეჯიბრებაში. მან ინდივიდუალურ შეჯიბრებაში მე-7 ადგილი დაიკავა. როგორც აზარიანმა, ისე საბჭოთა კავშირის გუნდმა გუნდურ შეჯიბრებაში ოქროს მედალი მოიპოვა. ორი წლის შემდეგ გაიმართა 1958 წლის მხატვრული ტანვარჯიშის მსოფლიო ჩემპიონატი. საბჭოთა კავშირის გუნდმა აღნიშნულ ჩემპიონატში ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ინდივიდუალურ ასპარეზობაში, კერძოდ რგოლით ტანვარჯიშში, ოქროს მედალი მოიპოვა; ამგვარად ალბერტ აზარიანმა ორი ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალური ოლიმპიური ასპარეზობა აზარიანისთვის შედგა 1960 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე. საბჭოთა გუნდმა ვერ შეძლო ოლიმპიური ტიტულის შენარჩუნება გუნდურ შეჯიბრებაში, პირველი ადგილი დაიკავა იაპონიის გუნდმა. ამის მიუხედავად, ალბერტს აზარიანმა კვლავ მოიგო ოლიმპიური ოქროს მედალი რგოლით ტანვარჯიშში და ამ დაფიქსირებული შედეგით ისტორიაში შევიდა როგორც პირველი ოლიმპიელი, რომელიც რგოლით ტანვარჯშში ორჯერ გახდა ოლიმპიადის გამარჯვებული.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაალბერტ აზარიანს ჰყავს ორი და. აგრეთვე ცოლთან ჰყავს ვაჟი. არცერთი ქალიშვილი მის კვალს არ გაჰყვა, მაგრამ მისი ვაჟი, ედუარდ აზარიანი, მამის მსგავსად გახდა საერთაშორისო ტანმოვარჯიშე. ალბერტი ედუარდის მწვრთნელი იყო მთელი თავისი კარიერის განმავლობაში. 1980 წლის ოლიმპიურ თამაშებში ალბერტ აზარიანმა ტურნირის ყველა ევენთში მიიღო მონაწილეობა; მან კაცთა არტისტულ გუნდურ ტანვარჯიშში ოქროს მედალი მოიპოვა.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Albert Azaryan at the International Federation of Gymnastics
- Albert Azaryan at the International Olympic Committee
- Albert Azaryan დაარქივებული 2009-03-15 საიტზე Wayback Machine. at Olympics at Sports-Reference.com
- Albert Azaryan at databaseOlympics.com. ციტირების თარიღი: 2012-12-13
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Albert Azaryan (USSR). www.gymn-forum.net. ციტირების თარიღი: 12 December 2012.