ალბერტს კვიესისი
ალბერტს კვეისისი (ლატვ. Alberts Kviesis; დ. 22 დეკემბერი, 1881, ტერვეტეს თემი — გ. 9 აგვისტო, 1944, რიგა) — ლატვიელი პოლიტიკოსი და ლატვიის მესამე პრეზიდენტი.[1]
ბიოგრაფია
რედაქტირებაკვეისისი ტერვეტეში დაიბადა ტერვეტეს თემში. მან ტარტუს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1907 წელს დაამთავრა. ამის შემდეგ, იგი იურისტად მუშაობდა. კვეისისი ლატვიის სახალხო საბჭოს წევრი იყო, რომელმაც 1918 წელს ლატვიის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ლატვიის დამოუკიდებლობის შემდეგ იგი პარლამენტის წევრი, მინისტრი და პარლამენტის სპიკერი გახდა. კვეისისი ფერმერთა გაერთიანების პარტიის წევრიც იყო.
1930 წელს იგი ლატვიის პრეზიდენტად აირჩიეს და 1933 წელს იგი ხელახლა, მეორე ვადით იქნა ამავე პოსტზე არჩეული. 1934 წლის 15 მაისს პრემიერ-მინისტრმა კარლის ულმანისმა პარლამენტი დაითხოვა და ავტორიტარული მმართველობა დაამყარა. კვეისისი ულმანის დიქტატურას არ იწოდენდა, თუმცა, არც შეწინააღმდეგებია. კვეისისმა თავის პოსტზე ყოფნის ბოლო ხანები ულმანისის მთავრობის მიერ მიღებული კანონების ხელმოწერებს მოანდომა. როდესაც 1936 წელს მისი პრეზიდენტობის ვადა დასრულდა, ულმანისმა თავი ქვეყნის პრეზიდენტად გამოაცხადა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ალბერტს კვიესისი“ ვიკისაწყობში.
- ალბერტს კვიესისის ბიოგრაფია
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Treijs, Rihards (2004). Prezidenti : Latvijas valsts un ministru prezidenti (1918–1940). (Latvian). Riga: Latvijas Vēstnesis. ISBN 9984-731-47-2. OCLC 61227165.
წინამორბედი: გუსტავ ზემგალსი |
ლატვიის პრეზიდენტი 1930-1933 – 1933-1936 |
შემდეგი: კარლის ულმანისი |