ალბანური სიმღერები ფრონტზე მებრძოლი ჯარისკაცებისთვის
ალბანური სიმღერები ფრონტზე მებრძოლი ჯარისკაცებისთვის (ალბ. : Këngë Kreshnikësh or Cikli i Kreshnikëve) — ალბანური ტრადიციული ციკლის სიმღერების ნაწილი, მათ თავიანთი განსაზღვრება XVII - XVIII საუკუნეებში მიიღეს ალბანელი ბარდებიდან ზეპირი წყაროებით. სიმღერები პირველად ჩაწერილი იქნა XX საუკუნის პირველ ათწლეულში ფრანცისკანების მიერ. სიმღერები ინგლისურად თარგმნა რობერტ ელისმა, და გამოსცა 2004 წელს.
ისტორია
რედაქტირებაეს სიმღერები წარმოიშვა სამხრეთ სლავურ ქვეყნებში და მორგებული იყო იქაურ გარემოს, შემდგომში ორენოვანმა მომღერლებმა ეს სიმღერები გადააკეთეს და მოარგეს ალბანურ გარემოს, გამოკვლევები გვიჩვენებს რომ სიმღერები XVII - XVIII საუკუნეებში წარმოიშვა და გადაკეთებული იქნა ალბანელი ბარდების მიერ.
მეორე მსოფლიო ომამდელი გამოკვლევები
რედაქტირებაფრანცისკანის მღვდელი შტეიფენ გჯეკოვი, რომელიც ალბანურ ქუნუს წერილობითი შემადგენლობით პირველი იყო, ასევე დაიწყო ალბანელი ჯარისკაცების სიმღერების და ლეგენდების შეგროვება და ჩაწერა, ასევე დაიწყო იმ ალბანური სიმღერების შეგროვებაც რომელიც ფრონტზე მებრძოლი ალბანელებისათვის იყო განკუთვნილი და მათი ჩაწერა დაიწყო. 1919 წლიდან გჯეკოვმა მუშაობა განაგრძო მეუფე ბერნანინინ პალაჯმასთან ერთად. ფრონტზე მებრძოლი ჯარისკაცების სიმღერები და ლეგენდები (ალბ. :Këngë Kreshnikësh dhe Legenda)(ინგლ. : Songs of Frontier Warriors and Legends) პირველად პუბლიცირებული იქნა 1937 წელს, გჯეკოვის გარდაცვალების შემდეგ ის ჩაიწერა წიგნში ალბ. :Visaret e Kombit (ქართ. :ნაციონალური საგანძური).
ლიტერატურა
რედაქტირება- Elsie, Robert; Mathie-Heck, Janice (2004) Songs of the Frontier Warriors. Wauconda, Illinois: Bolchazy-Carducci Publishers, Incorporated. ISBN 0-86516-412-6.