ალაჭნის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალაჭანში, ქუსნოსა და საჭურის წყალგამყოფი ქედის თხემზე. ნასოლარ მგელიანების ჩრდილო-აღმოსავლეთით, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. სამხრეთ კედლის ნაწილი და კამარის ნაწილი ჩამონგრეულია. შემორჩენილია სამხრეთ კედლში გაჭრილი შესასვლელის დასავლეთ წირთხლი. სწორკუთხა საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში სწორკუთხა სარკმელია, ჩრდილოეთ კედელში ერთი პატარა სწორკუთხა ნიში. საკურთხეველი დარბაზისგან პატარა მხრებითაა გამოყოფილი. საკურთხეველი გადახურულია შეისრული კამარით. ინტერიერში შემორჩენილია შელესილობის კვალი.

ლიტერატურა

რედაქტირება