ალასკური მალამუტი
ალასკური მალამუტი (ინგლ. Alaskan Malamute) — ძაღლის ჯიში, გამოყვანილი აშშ-ში უძველეს ხანაში.
წარმოშობის ქვეყანა | აშშ | ||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||
ძაღლი (Canis lupus familiaris) |
ამ ჯიშს სახელი დაერქვა მალამუტების ესკიმოსური ტომის პატივსაცემად, რომელიც დასავლეთ ალასკის არქტიკულ სანაპიროზე ბინადრობდა. ამერიკაში ევროპელების გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე მალამუტებს მარხილში შესაბმელად იყენებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ალასკური მალამუტი მგელს ჰგავს, ის ძალიან მეგობრული ძაღლია.
მას გასაოცარი გამძლეობა აქვს. კანადასა და აშშ-ში პოპულარულ მალამუტს უყვარს ფიზიკური დატვირთვა და მარხილებით შეჯიბრებებში ბრწყინავს. მალამუტს აქვს ნუშისებრი, მეგობრული თვალები, ხშირი სუნთქვა ეხმარება ზედმეტი სითბოს მოცილებაში, ხშირი ბეწვის გამო ვერ იტანს სიცხეს, დაკუნთული, ძლიერი ფეხები იდეალურია მარხილის გასაწევად და ტვირთის გადასაზიდად, ფუმფულა კუდი ზურგისკენაა გადახვეული, როგორც ეს ტიპურ შპიცს ახასიათებს.