ალაოტრა (ფრანგ. Lac Alaotra) — მადაგასკარის უდიდესი ტბა.[1] მდებარეობს ტუამასინის პროვინციაში, ჩრდილო-ცენტრალურ პლატოზე, ზღვის დონიდან 750 მ სიმაღლეზე. მისი აუზი შედგება წყალმარჩხი მტკნარწყლიანი ტბებისა და მარშებისაგან, რომლებიც გარშემორტყმულია ხშირი მცენარეულობით. ბრინჯის მოყვანის მნიშვნელოვანი ცენტრია. ქმნის ველური ბუნების მდიდარ ჰაბიტატს, რომელიც შეიცავს ზოგიერთ იშვიათ და საფრთხეში მყოფ სახეობებს და აგრეთვე მნიშვნელოვან თევზსაჭერ მიწა-წყლებს. ტბა და მის მიდამოებში არსებული ვეტლენდების ფართობია 7,223 კმ², რომელშიც გაერთიანებულია ჰაბიტატის გავრცელების ადგილები, ღია წყალი, ლია, მარშები და ბრინჯის მდელოები. საკუთრივ ტბის ფართობი 900 კმ² უდრის, მაქსიმალური სიღრმე 1,5 მ. 2003 წლის თებერვალში გამოცხადდა საერთაშორისო მნიშვნელობის ვეტლენდად რამსარის კონვენციის ფარგლებში.[2]

ალაოტრა
ალაოტრის კოსმოსური ფოტოსურათი
ალაოტრის კოსმოსური ფოტოსურათი
კოორდინატები: 17°05′ ს. გ. 48°05′ ა. გ. / 17.083° ს. გ. 48.083° ა. გ. / -17.083; 48.083
მდებარეობა მადაგასკარის დროშა მადაგასკარი
სიმაღლე ზღვის დონიდან 750 
ფართობი 900 კმ²
მოცულობა დაახლ. 0.945 კმ³
საშუალო სიღრმე 0.60 
მაქსიმალური სიღრმე 1.5 
ჩამდინარე მდინარეები ამბატო
გამომდინარე მდინარე ამბატო
ალაოტრა — მადაგასკარი
ალაოტრა

თევზის სახეობა Oreochromis macrochir ალაოტრაში ინტროდუცირებული იქნა კონტინენტური ნაწილიდან 1954 წელს და მალევე გავრცელდა. ტბის ირგვლივ არსებული ბორცვები უწინ ტყეებით იყო შემოსილი, რომელიც შემდეგ სამეურნეო ფართების მიზნით გაასუფთავეს. ბორცვების ფერდობებზე მიმდინარე ეროზიული პროცესები იწვევს სედიმენტაციას, რომელიც მალევე ხდება გაქრობადი. მშრალ სეზონში ტბის სიღრმე მხოლოდ 60 სმ-ია.[3]

მეტი ბრინჯის მდელოების შესაქმნელად ადგილობრივებმა ტბის ირგვლივ არსებული ლიები დაწვეს. სწორედ ამ ადგილებში ბინადრობს ენდემური ალაოტრის ბაბმუკის ლემური (ლათ. Hapalemur alaotrensis), რომელიც გავრცელებულია 220 კმ² ფართობზე ლიებში და ბოლო წლებში მათი პოპულაცია შემცირდა 60%-ით, 7500 ინდივიდიდან 3000-მდე, რაც განპირობებული იყო ჰაბიტატის დაკარგვითა და აგრეთვე ნადირობით.[2]

ბევრია წყლის ფრინველი, რომელთაგან აღსანიშნავია საფრთხეში მყოფი მადაგასკარული გარეული იხვი (ლათ. Anas melleri), მადაგასკარული ყვინთია (ლათ. Aythya innotata) და აწ გადაშენებული ალაოტრის მურტალა (ლათ. Tachybaptus rufolavatus).[2]

ალაოტრის ტბაზე გაედინება მდინარე ამბატო, რომელიც ერთვის ინდოეთის ოკეანეს.

  1. Lake Alaotra
  2. 2.0 2.1 2.2 Lake Alaotra. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2015-03-02.
  3. Lac Alaotra, Madagascar