ალავერდის წმინდა გიორგის ეკლესია
ალავერდის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ალავერდის ცენტრში. აგებულია XIX საუკუნეში.
ეკლესია დარბაზული ტიპისაა. ნაგებია მოყვითალო-მოთეთრო ფერის კირქვით. კუთხეებში ზოგიერთ ადგილას ჩაშენებულია გათლილი შირიმის ქვები. აღმოსავლეთის ფასადი არის სადა ერთი დიდი სარკმლით, რომელიც გარშემო მოჩარჩოებულია კარგად გათლილი პროფილირებული ქვებით. სარკმელი თაღოვანია. სამხრეთის ფასადზე კედლის ცენტრში ისეთივე სარკმელია, როგორიც აღმოსავლეთით. მის გვერდით, დასავლეთით, სწორკუთხა შესასვლელია, რომელსაც თაღოვანი მოჩარჩოება აქვს რთული პროფილის თლილი ქვით. შესასვლელსა და თაღს შორის ღიობი შევსებულია. შევსებაში ჩატანებულია ოთხკუთხა ქვა მასზე ამოკვეთილი ჯვრითა და წარწერით, რომელიც იუწყება ეკლესიის აშენების თარიღს 1887 წელს. დასავლეთის ფასადზე კედლის ცენტრში ისეთივე შესასვლელია, როგორიც სამხრეთიდან. შესასვლელის თავზე ჩასმულ ქვაზე, რომელიც ჩამორეცხილია. გარდა ჯვრისა რაღაც ორნამენტის მსგავსი შეინიშნება.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8810