ალავერდის ზურგიანი კოშკი

ალავერდის ზურგიანი კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიგოიანში. აგებულია IX-X საუკუნეებში.

ზურგიანი კოშკი ფლეთილი ქვითაა ნაგები. ზურგი ჩრდილოეთისკენ არის მიმართული. შემორჩენილია კოშკის ქვედა სართული. მეორე სართულის სამხრეთ კედელში არქიტრავული შესასვლელია. ამავე კედლის ყველა სართულში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი. მესამე სართულის სარკმლის სათაური შირიმის ქვაშია გათლილი. მასზე რელიეფი შეიმჩნევა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 207