ალაედინი (შეჰზადე)
შეჰზადე ალაედინ ალი ჩელები (თურქ. Şehzade Alaaddin Ali Çelebi; დ. 1425, ედირნე — გ. 1443, ბურსა) — ოსმალეთის იმპერიის სულთან მურად II-ის მეორე ვაჟი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაალაედინი დაიბადა 1425 წელს, ქალაქ ედირნეში. ის იყო მურად II-სა და მისი ცოლის, ჰატიჯე ჰალიმე ხათუნის პირველი ვაჟი. მისი აღმზრდელი (ლალა) იყო რუმელიის ყოფილი ბეილერბეი, იორგუჩ-ფაშა.
1437-1438 წლებს შორის, როცა ის 12-13 წლის იყო, ცოლად შეირთო სელმინ ხათუნი. მათ ამ ქორწინებიდან შეეძინათ ერთი ქალიშვილი სელვი ხათუნი და ორი ვაჟი 1442 წელს, იორგუჩ ფაშა გარდაიცვალა და ახლა მისი პედაგოგი და აღმზრდელი ჰათიფზადე თაჯ-ედ-დინ იბრაჰიმ ეფენდი გახდა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Prof. Dr. Feridun Emecen, http://www.dha.com.tr/fatihin-haremi-gosterilmiyor-cunku_284412.html დაარქივებული 2016-03-05 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ İslam Ansiklopedisi, Cilt:28, Sayfa:395, (Prof. Dr. Halil İnalcık).
- ↑ "Şehzade Alâaddin". amasya.gov.tr. 29 Temmuz 2014 tarihinde kaynağından arşivlendi. Erişim tarihi: 29 Temmuz 2014.