აკუბასა (აფხ. Аҟәбаса[1] [აყჿბასა]) — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, თითქმის მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია თხელი აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული ფორმის, საკმაოდ კუმსი. მარცვალი მცირე ზომის აქვს, ოვალური, შავი. სქელკანიანია საკმაოდ სქელი ნაცრისფერი ფიფქით დაფარული. რბილობი წვნიანია, წვენი — უფერული.

ვაზი საშუალო ზრდისა და საშუალომოსავლიანია. აკუბასა სრულ სიმწიფეში ოქტომბრის დასაწყისში შედის.

მიიღება სუფრის წითელი ღვინო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 24
  1. жур. «Абаза», №2 (19), 01 декабря, 2015