აკომშტალი
აკომშტალი (აფხ. Акамшәҭал[1]) — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ან საშუალოზე დიდი ზომისაა, მომრგვალო ან გულისებრი ფორმის, სამ-ხუთნაკვეთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შეუბუსავია. ყვავილი მდედრობითი სქესისაა, მტევანი საშუალო ზომის, კონუსური ფორმის, მხრიანი, თხელი ან მეჩხერი, იშვიათად საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო. მოწითალო-ყავისფერი. დაფარული მოიასამნისფრო-მოლურჯო სქელი ცვილისებრი ფიფქით. რბილობი წვნიანია, წვენი — უფერული, გემო — სასიამოვნო.
აკომშტალი ძლიერი ზრდისა და დაბალმოსავლიანია. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 180-210 დღეს შორის მერყეობს. მტევნის წონა 60-70 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა — 1.5 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18-20%-ს, ხოლო მჟავიანობა — 13 გ/ლ-ს.
მიიღება კაგი ხარისხის სუფრის წითელი ღვინო.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 24
სქოლიო
რედაქტირება- ↑ жур. «Абаза», №2 (19), 01 декабря, 2015