აკოლჰუა
აკოლჰუა (ნაუატ. Acolhua) — მესოამერიკის გამქრალი ერი, რომელიც დაახლოებით 1200 წელს მეხიკოს ველზე შეიჭრა.[1] წარმომავლობით აკოლჰუა ენათესავებოდა აცტეკებს, ტეპანეკებს და მექსიკის სხვა უტო-აცტეკურ ხალხებს. ეს უფრო ცივილიზებული ტომია, რომელმაც თავისი კულტურა ბარბაროს-ჩიჩიმეკებს გააცნო.
სავარაუდოდ, აკოლჰუას ტომის მმართველების საგვარეულო ოთომის ენის მატარებელი იყო და არ ფლობდა მოსახლეობის უმრავლესობის ენას, ნაუატლს მანამ, სანამ ტენოჩტიტლანის ტლატოანი არ აირჩიეს.[2]
ტეჩოტლალაცინის შვილიშვილის, ნესაუალკოიოტლის მმართველობისას აკოლჰუამ კავშირი დაამყარო აცტეკებთან, რის შედეგადაც წარმოიქმნა აცტეკების სამთა კავშირი. აკოლჰუას დედაქალაქი, ქალაქი ტესკოკო, აცტეკების სახელმწიფოს კულტურული ცენტრი გახდა.
საბოლოოდ აკოლჰუა ჩრდილოეთიდან მოსულ აცტეკებს შეუერთდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Davies, Nigel (1980). The Toltec Heritage: From the Fall of Tula to the Rise of Tenochtitlan. Civilization of the American Indian series, no. 153. Norman: University of Oklahoma Press. OCLC 5103377.
- Smith, Michael E. (1984). "The Aztlan Migrations of Nahuatl Chronicles: Myth or History?" (PDF online reproduction). Ethnohistory (Durham, NC: Duke University Press, American Society for Ethnohistory) 31 (3): გვ.153–186