ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აკიმსკი არის უდიდესი კუნძული ჯეიმზის ყურეში (ჰუდსონის ყურის სამხრეთაღმოსავლეთით), კანადა. კუნძული შედის ნუნავუტის ტერიტორიის შემადგენლობაში, ქიკიქთაალუკის რეგიონში. კუნძულის ფართობი 3,001 კმ²-ია. მსოფლიოში მას სიდიდთ 161 ადგილი უკავია, ხოლო კანადაში მას 29 ადგილი აქვს. კუნძულიდან 19 კილომეტრში მდებარეობს კანადის პროვინცია ონტარიო.

კუნძულ აკიმსკის რუკა
კუნძულ აკიმსკის სატელიტური ფოტო.

ამ ადგილებში უძველესი დროიდან სახლობდნენ, აქ ცხოვორებნენ უძველესი კანადელი აბორიგენები. კუნძული მდიდარია მცენარეული და ცხოველური სამყაროთი. აქ მრავლად ცხოვრობს იშვიათი ჯიშის ფრინველები. კუნძულზე ყოველწლიური ნალექების რაოდენობა შეადგენს 250 - 450 მმ-ს.