აკვამენი“ (ინგლ. Aquaman) — ამერიკული სუპერგმირული ჟანრის ფილმი, რომელიც ეფუძნება DC Comics-ის ამავე სახელის მქონე პერსონაჟის ისტორიებს. ფილმის დისტრიბუტორია Warner Bros. Pictures. ის არის რიგით მეექვსე DC-ის გაფართოებული სამყაროს ფილმების სერიაში. მისი რეჟისორია ჯეიმზ ვანი, სცენარის ავტორი – უილ ბილი, ვანის და ჯეფ ჯოუნსის ისტორიაზე დაყრდნობით, ხოლო მთავარ როლებს ასრულებენ ჯეისონ მომოა, ემბერ ჰერდი, პატრიკ უილსონი, უილემ დეფო, იაჰია აბდულ-მატინ II, ტემუერა მორისონი, დოლფ ლუნდგრენი და ნიკოლ კიდმანი.

„აკვამენი“
რეჟისორი ჯეიმზ ვანი
პროდიუსერი პიტერ საფრანი
სცენარის ავტორი უილ ბილი
ეფუძნება
ისტორია
როლებში
ოპერატორი დონ ბერჯისი[1]
მონტაჟი კირკ მ. მორი
სტუდია
დისტრიბუტორი Warner Bros. Pictures
გამოსვლის თარიღი
  • 21 დეკემბერი, 2018 (2018-12-21) (აშშ)
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 160-200 მილიონი აშშ დოლარი[3]
შემოსავალი 1.148 მილიარდი აშშ დოლარი[4]

მთავარი გმირი ამ ფილმში ჩნდება მეორედ, 2017 წლის „სამართლიანობის ლიგაში“ დებიუტის შემდეგ. სიუჟეტის მიხედვით, ართურ კარი, წყალქვეშა ატლანტიდის სამეფოს მემკვიდრე, ეხმარება თავის ხალხს და უნდა გახდეს გმირი.

ფილმის გადაღებები დაიწყო 2017 წლის 2 მაისს, ავსტრალიაში, ძირითადად მიმდინარეობდა Village Roadshow Studios-ში (კუინზლენდი) და დასრულდა 21 ოქტომბერს. გამოვიდა 2D, 3D და IMAX 3D ფორმატებში 2018 წლის 21 დეკემბერს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. James Wan on Twitter.
  2. Person Profile // Aquaman (2018): Technical Specifications — 1990.
  3. Davis, Brandon. Aquaman Budget And Filming Location Revealed. ციტირების თარიღი: May 3, 2017.
  4. Aquaman (2018). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: January 22, 2019.