აკესო
აკესო (ბერძნ. Άκεσώ) — მკურნალობის პროცესის ქალღმერთი ძველ საბერძნეთში. ასკლეპიოსისა და ეპიონეს ქალიშვილი, იასოს, ჰიგეას, პანაკეასა და ეგლის და[1], აპოლონის შვილიშვილი. დისგან, პანაკეასგან, განსხვავებით, აკესო გამოხატავდა მკურნალობის პროცესს და არა — თვითონ სამკურნალო პრეპარატს. მისი მამაკაცური ანალოგი იყო აკესისი[2]. ბერძნულ სკულპტურულ რელიეფებში აკესო გამოსახული იყო მის მამას, ასკლპეიოსსა, და დებთან, ჰიგეასთან, პანაკეასა და იასოსთან, ერთად.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Suidas s.v. Epione (trans. Suda On Line) (Byzantine Greek Lexicon C10th A.D.)
- ↑ Nigel Guy Wilson, Encyclopedia of ancient Greece, Routledge, 2005, p.335