აკაურთის ეკლესია
აკაურთის ეკლესია — V-VI სს. ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. აკაურთაში. ეკლესიის ზომებია გარედან: სიგრძე 15,5 მ, სიგანე 10მ, სიმაღლე შიგნით 8მ. ნაშენებია მსხვილი თლილი კვადრებით. აღმოსავლეთით შვერილ-წახნაგოვანი აბსიდა აქვს. როგორც ჩანს, ეკლესიის ნავი სვეტებით იყო დანაწევრებული. ჩრდილოეთ ფასადზე მცენარეული მოტივით შესრულებული რელიეფებია. ორნამენტებისა და მორთულობის ხასიათით ენათესავება ბოლნისის სიონს.
ძეგლი რეაბილიტირებულია საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ 2007-2008 წწ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ვ. ბერიძე, აკაურთა, აკვანება, ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ.,1974. გვ.96-97.
- თ. საყვარელიძე, მივხედოთ ბოლნისის რაიონის ძეგლებს, ძეგლის მეგობარი, 1969, კრ.18., გვ. 38 -43
- ლ. რჩეულიშვილი, აკაურთა, ჟღერს ქვის ჰარმონია, ტ. 13, გვ. 27
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 6513
- აკაურთის ეკლესია
- ფოტოგალერეა
- აკაურთა | საქართველოს ისტორიულ ძეგლთა ბიბლიოგრაფიული ლექსიკონი