ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აკასტოსი (ბერძნ. Ἄκαστος) — იოლკოსის მეფე პელიასისა და ბიანტის ქალიშვილის — ანაქსიბიას ვაჟი. ზოგი ვარიანტით პელიასისა და ამფიონის ქალიშვილის — ფილომაქეს ვაჟი. პელოპეას და ალკესტიდას ძმა. კალიდონის ნადირობის და არგონავტთა ლაშქრობის ერთ-ერთი მონაწილე. მითები გადმოგვცემენ, რომ პელიასმა, რაკი მას სურდა არგონავტების დაღუპვა, (მან ხომ იასონი იმისათვის გაგზავნა ოქროს საწმისის დასაბრუნებლად, რომ იმედი ჰქონდა, იქ დაიღუპებაო) საიდუმლო ბრძანება გასცა, არგო სუსტი სოლებით გაემართათ, რათა ზღვაში გასვლისას მალე დაშლილიყო და არგონავტები დაღუპულიყვნენ. ამიტომ სასტიკი წინააღმდეგი იყო თავისი შვილის აკასტოსის არგონავტებთან გამგზავრებისა. როდესაც პელიასს შეეკითხნენ ასეთი სასტიკი წინააღმდეგობის მიზეზს, მან ვერაფერი უპასუხა და იძულებული გახდა, ნება დერთო აკასტოსისათვის, გამგზავრებულიყო არგონავტებთან ერთად. მითის მიხედვით თითქოს იასონმა აკასტოსს მისცა პელეასის ტახტი. სხვა მითის მიხედვით, როდესაც აკასტოსი მეფე გახდა, თავისი სამეფოდან განდევნა იასონი და მედეა.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აკასტოსი“-დან