აკაკი იოაკიმეს ძე ზამთარაძე (დ. 10 აპრილი, 1919, სოფ. ეწერი, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, — გ. 23 აპრილი, 1991, თბილისი) — საბჭოთა არმიის გენერალ-მაიორი (1970).

დაამთავრა სამტრედიის რკინიგზის სახელოსნო სასწავლებელი (1934), ლენინგრადის მიხეილ ფრუნზეს სახელობის სამხედრო სასწავლებელი (1939), იქვე — სამხედრო-სატრანსპორტო აკადემია (1954). მეორე მსოფლიო ომის (1939–45) დროს მონაწილეობდა ლენინგრადის დაცვაში. 1943–1945 წლებში მეთაურობდა პირველი გვარდიული რკინიგზის სამშენებლო ბრიგადის ასეულს სამხრეთ, სამხრეთ-დასავლეთ, უკრაინის III, ბელორუსიის I ფრონტებზე. 1959–1963 წლებში მსახურობდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში დივიზიის მეთაურის მოადგილედ. 1963–1976 წლებში იყო თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამხედრო კათედრის უფროსი. მიღებული აქვს საბრძოლო ჯილდოები.

ლიტერატურა

რედაქტირება