სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აკაკი დვალიშვილი (მრავალმნიშვნელოვანი).

აკაკი დვალიშვილი (დ. 14 თებერვალი, 1991, რუსთავი, საქართველო) — ქართველი პროფესიონალი კალათბურთელი. ამჟამად თამაშობს საქართველოს სუპერლიგაში კლუბ ოლიმპში.

აკაკი დვალიშვილი

სპორტის სასახლე, 2013 წელი
№ 21 – ოლიმპი
ცენტრი, მძიმე ფორვარდი
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 14 თებერვალი, 1991 (1991-02-14) (33 წლის)
რუსთავი, საქართველო
ეროვნება ქართველი
სიმაღლე 208 სმ
წონა 95 კგ
კარიერა
პროფესიონალური კარიერა 2007–დღემდე
ლიგა საქართველოს სუპერლიგა
კარიერის ისტორია
2007-2008 ენერჯი ინვესტი
2008–2009 ენერჯი ინვესტი
2009–2010 ენერჯი ინვესტი
2010 CBA, (ესპანეთი)
2010-2011 თსსუ
2011-2012 შსს აკადემია
2011–2012 თსსუ
2012-2013 ოლიმპი

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაამთავრა ქ. რუსთავის მე-15 საჯარო სკოლა. კალათბურთს თამაშობს ცხრა წლიდან. უთამაშია ყველა ასაკობრივ ნაკრებში, არის ეროვნული ნაკრების წევრი, საქართველოს სამგზის ჩემპიონი. 2009 წელს გახდა „საქართველოს თასის“ მფლობელი, 2007-2008 წლებში „ქორქია-საკანდელიძის მემორიალის“ გამარჯვებული; 2007-08 და 2009 წლებში დუდუ დადიანის მემორიალის გამარჯვებული. ოთხჯერ აქვს მოპოვებული საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატში გამარჯვება, აქედან ორჯერ საუკეთესო მოთამაშე (MVP) გახდა. 2008-09 წელს ახალგაზრდულ ჩემპიონატში გახდა საუკეთესო მოთამაშე (MVP). 2010 წელს „ყველა ვარსკვლავის“ (All Star) მატჩ-აქციაზე დაჯილდოვდა საუკეთესო კალათბურთელის ტიტულით. 2011 წელს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მოიპოვა ევროპის B-დივიზიონის ჩემპიონობა და გადავიდა A-დივიზიონში. ამას გარდა, დვალიშვილი საერთაშორისო ტურნირებში ორჯერ არის პირველ ადგილზე გასული. ამჟამად ცხოვრობს თბილისში. დაოჯახებულია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება