აკაკი ბერიძე

ქართველი იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

აკაკი ბერიძე (დ. 14 თებერვალი, 1988) — ქართველი იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი.

განათლება

რედაქტირება

2010 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი; 2012 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა საერთაშორისო სამართლის სპეციალობით; 2014 წელს ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლის, ილინოისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (აშშ) საერთაშორისო და შედარებითი სამართლის მაგისტრატურა. 2014 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი საერთაშორისო სამართლის მიმართულებით; კანონის უზენასეობა გლობალური განვითარებისათვის - მაგისტრი - ლოიოლას ჩიკაგოს უნივერსიტეტის რომის ფელიჩის ცენტრი (2018-2019., აშშ, იტალია).

ბიოგრაფია

რედაქტირება

2009–2010. იკავებდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ადვოკატის პოზიციას სისხლის სამართლის მიმართულებით; 2010–2012. მუშაობდა საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიულ დეპარტამენტში მთავარ სპეციალისტად; 2012-2014. იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის აპარატის მთავარი სპეციალისტი; 2014 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატის წამყვანი სპეციალისტი. კითხულობს ლექციებს საერთაშორისო საჯარო სამართლის, ევროპული სამართლის მიმართულებით უმაღლეს სასწავლებლებში. არის ავტორი სტატიებისა: „კოვიდ 19 და საერთაშორისო სამართალი“; „რუსი მეფისტოფელის მიერ ისტორიის შეცვლის უნიათო მცდელობები“; „ესპანური ელ-კლასიკო – მადრიდი კატალონიის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართალში“; „ყველაზე ძველი პარლამენტი და ყველაზე „ახალგაზრდა“ სასამართლო ბრექსითის შესახებ“.[1]

  • ამერიკის საერთაშორისო სამართლის ასოციაცია - ASIL American Society of International Law,-ის წევრი (2014-)
  • იბერო-ამერიკული სამართლის ინსტიტუტის საერთაშორისო და ევროპული სამართლის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი-ის (პორტო, პორტუგალია), წევრი (2020-)
  • საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, წევრი (2015-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

რედაქტირება
  • 2004 — საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიატი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აკაკი_ბერიძე“-დან