აკაბილიჟი (აფხ. Акабулажь/Акабиижь/Акабыулжь[1]), აკუბილაჟიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ ოვალური ფორმის, სუსტად დანაკვეთული, სამნაკვეთიანი ან თითქმის მთლიანი. ფოთლის ქვედა მხარეს აქვს სქელი ქეჩისებრი შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, ზოგჯერ უფორმო, თხელი ან საშუალო სიმკვრივის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მრგვალი, იშვიათად ოვალური. მუქი ლურჯი, თითქმის შავი ფერის. კანი თხელი აქვს, საკმაოდ მკვრივი ცვილისებრი ფიფქით სქლად დააფრული. რბილობი წვნიანია, მდნარი, წვენი უფერულია, გემო — სასიამოვნო, სუსტად და გამოსახული ჯიშური არომატით.

აკაბილიჟი საშუაო ზრდისა და მაღალმოსავლიანი ვაზია. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში შედის. სავეგეტაციო პერიოდი გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 177 დღეა. მტევნის საშუალო წონა 135-172 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა — 8.0-12.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 18.8-20.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7-10 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის წითელი ღვინო, რომელსაც ახასიათებს ორიგინალური ბუკეტი და მაღალი ექსტრაქტულობა. ასევე გამოიყენება წვენის დასამზადებლად და სასუფრე ყურძნად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 21
  1. жур. «Абаза», №2 (19), 01 декабря, 2015