აიშე ერზანი

თურქი ფიზიკოსი

აიშე ერზანი (თურქ. Ayşe Erzan; დ. 1949, ანკარა, თურქეთი) — თურქი ფიზიკოს-თეორეტიკოსი.

აიშე ერზანი
თურქ. Ayşe Erzan
დაბ. თარიღი 1949
დაბ. ადგილი ანკარა
მოქალაქეობა  თურქეთი
საქმიანობა ფიზიკოს-თეორეტიკოსი
მუშაობის ადგილი სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტი, ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი, Feza Gürsey Institute, International School for Advanced Studies, გრონინგენის უნივერსიტეტი, მარბურგის უნივერსიტეტი, პორტუს უნივერსიტეტი და ჟენევის უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ბრინ მორის კოლეჯი და სტონი-ბრუკის უნივერსიტეტი
ჯილდოები ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის სტიპენდია, ლორეალისა და იუნესკოს პრემია „მეცნიერი ქალებისთვის“[1] , ჰუმბოლდტის პრემია და Andrei Sakharov Prize[2]

ბიოგრაფია რედაქტირება

აიშე ერზანი დაიბადა 1949 წელს, ანკარაში. სტამბოლში მიღებული განათლების შემდეგ, ერზანი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც 1970 წელს ბაკალავრის ხარისხი მიიღო ბრინ-მარის კოლეჯში, ხოლო 1976 წელს დოქტორის ხარისხი სტოუნი-ბრუკის უნივერსიტეტში.[3][4]

შემდგომში, ერზანი ანკარაში დაბრუნდა და ერთი წელი ახლო აღმოსავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე დაჰყო, შემდეგ კი, 1977 წელს სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის პერსონალს შეუერთდა. ამ პერიოდში მან მონაწილეობა მიიღო მშვიდობიან და ქალთა მოძრაობებში.[5] 1980 წლის თურქეთის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, ქვეყანა დატოვა.[3] 1981-1990 წლებში ერზანი მუშაობდა და ასწავლიდა სხვადასხვა სამეცნიერო დაწესებულებებსა და უნივერსიტეტებში. 1981-1982 წლებში მუშაობდა ჟენევის უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის ფაკულტეტზე. 1982-1985 წლებში იყო პორტუს უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, 1985-1987 წლებში ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის ფონდის თანაშემწე მარბურგის თეორიული ფიზიკის დეპარტამენტში. 1987-1990 წლებში მუშაობდა გრონინგენის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლად. ასევე იყო ტრიესტის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის მკვლევარი. 1990 წელს დაბრუნდა სტამბოლში და მუშაობა დაიწყო სტამბოლის ტექნიკურ უნივერსიტეტში. ასევე განაგრძო კვლევა ფეზა გიურსეის ინსტიტუტში.[5]

ერზანი, 1995 წელს გახდა თურქეთის მეცნიერებათა აკადემიის ასოცირებული წევრი, ხოლო 1997 წელს ნამდვილი წევრი. შემდგომში თურქეთის სამეცნიერო კვლევითი საბჭოს (TÜBİTAK) სამეცნიერო პრიზი მიიღო. 2003 წელს გადაეცა „ლორეალ-იუნესკოს ჯილდო ქალებისათვის მეცნიერებაში“, ხოლო 2009 წელს რამალის პრემია. არის მსოფლიო მეცნიერებათა აკადემიის წევრი.[6]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. https://www.gettyimages.pt/detail/fotografia-de-not%C3%ADcias/ayse-erzan-recipient-of-the-2003-loreal-unesco-fotografia-de-not%C3%ADcias/583567190
  2. https://www.aps.org/programs/honors/prizes/sakharov.cfm
  3. 3.0 3.1 Hizlan, Doğan (9 March 2003). „Fizikçi“. Hürriyet (Turkish).
  4. Ayşe Erzan. Palestine Academy for Science & Technology. დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 დეკემბერი 2015. ციტირების თარიღი: 10 November 2015.
  5. 5.0 5.1 Hahn-Koenig, Monica Anke. Alumnae Profiles: Ayse Erzan, 'outstanding' scientist. Bryn Mawr Alumnae Bulletin. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 ოქტომბერი 2017. ციტირების თარიღი: 10 November 2015.
  6. Rammal Award 2009. EuroScience (July 10, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 8, 2015. ციტირების თარიღი: მაისი 9, 2018.