აისლებენი (გერმ. Lutherstadt Eisleben) — ქალაქი გერმანიის საქსონია-ანჰალტის მხარეში. ეს პატარა ქალაქი მთელ მსოფლიოშია ცნობილი, რადგან ის მარტინ ლუთერის სამშობლოა, აქედან გამომდინარეობს მისი გერმანული სახელიც ლუთერშდატდ-აისლებენი. 2009 წელს, ქალაქის მოსახლეობა 25 703 ადამიანს შეადგენდა.[4]

ქალაქი
აისლებენი
გერმ. Lutherstadt Eisleben
დროშა გერბი

ქვეყანა გერმანიის დროშა გერმანია
მხარე საქსონია-ანჰალტი
კოორდინატები 51°31′00″ ჩ. გ. 11°33′00″ ა. გ. / 51.51667° ჩ. გ. 11.55000° ა. გ. / 51.51667; 11.55000
მმართველი Carsten Staub[1]
ფართობი 143.87 კმ²
ცენტრის სიმაღლე 114 მეტრი
ოფიციალური ენა გერმანული ენა
მოსახლეობა 22 609 (31 დეკემბერი, 2023)[2]
სიმჭიდროვე 170 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1[3] და UTC+2
სატელეფონო კოდი 03475, 034773 და 034776
საფოსტო ინდექსი 06295
საავტომობილო კოდი MSH
ოფიციალური საიტი https://www.eisleben.eu/
აისლებენი — გერმანია
აისლებენი
აისლებენი — საქსონია-ანჰალტი
აისლებენი
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 783
ინგლ.რუს.ფრ.

აისლებენი ორად, ძველ და ახალ ქალაქადაა გაყოფილი. ახალი ქალაქი XIV საუკუნეში მაღაროელებმა ააშენეს.

აისლებენი პირველად მოხსენიებულია 997 წელს, როგორც ბაზარი, რომელსაც ისლებია ერქვა, ხოლო უკვე 1180 წლიდან იხსენიება როგორც ქალაქი. 1780 წლამდე ის ქალაქ მანსფელდის შემადგენლობაში შედიოდა, 1780 წლიდან კი საქსონიის საკურფიურსტოში. 1815 წლიდან პრუსიის შემადგენლობაში შევიდა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი საქსონია-ანჰალტის მხარეში.

მარტინ ლუთერი

რედაქტირება

პროტესტანტი რეფორმატორი მარტინ ლუთერი აისლებენში 1483 წლის 10 ნოემბერს დაიბადა. მამამისი, ჰანს ლუთერი, ქალაქის ბევრი სხვა მცხოვრების მსგავსად მაღაროელი იყო. მარტინი სულ ერთი წლის იყო, როცა ოჯახი საცხოვრებლად მანსფელდში გადავიდა, ცხოვრების უდიდესი ნაწილი კი ქალაქ ვიტენბერგში გაატარა, მაგრამ შემთხვევითობის თუ ბედის განგებით, თავის ბოლო ქადაგება, სადაც იგი აღესრულა კიდეც, სწორედ აისლებენში ჩაატარა (1546 წ.)

1996 წელს, ქალაქის მარტინ ლუთერთან დაკავშირებული მემორიალური ადგილები, ქალაქ ვიტენბერგის ანალოგიურ ადგილებთან ერთად, იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: