აისი
„აისი“ — ქართული ლიტერატურული ჟურნალი, გამოვიდა ორი ნომერი, I — 1918 წელს ქუთაისში ხოლო II — 1920 წელს თბილისში. რედაქტორი — ლ. მაჭავარიანი. "აისი" პოეტების ჟურნალი იყო. მასში დაიბეჭდა გალაკტიონ ტაბიძის, იოსებ გრიშაშვილის, ვალერიან გაფრინდაშვილის, ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის, კოლაუ ნადირაძის, რაჟდენ გვეტაძის, კონსტანტინე ჭიჭინაძის, ნიკოლოზ მიწიშვილის, დ. ცვარნამის, შალვა კარმელის, გრიგოლ ცეცხლაძის, ვ. გოგრაძის და სხვათა ნაწარმოები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 244.
- სიგუა, სოსო. „მოდერნიზმი“, თბ. „მწერლის გაზეთი“, 2008