აიდე
მუზა ბერძნულ მითოლოგიაში
აიდე (ძვ. ბერძნ. Ἀοιδή — „სიმღერა“) — ვოკალური მუსიკის მუზა ბერძნულ მითოლოგიაში[1][2].
აიდე | |
---|---|
მითოლოგია: | ძველი საბერძნეთის რელიგია |
სქესი: | მდედრობითი |
მამა: | ზევსი |
და-ძმა: | მელეტე და მნემე |
ჰესიოდე ცეკვა-თამაშსაც მუზების წყალობად თვლიდა. შემდეგ მუზათა ფუნქციები უფრო განივრცო, მაგრამ ჰესიოდისეული ვერსია, რიცხვი და სახელები მტკიცედ დარჩა, თუმცა იყო სხვა ვერსიებიც. ზოგი სამს ასახელებს: მელეტე (ფიქრი, ჩაფიქრება, აზროვნება), მნემე (მეხსიერება), აიდე (სიმღერა) — ამ სამეულის მსახურება დააწესეს ჰელიკონზე გმირებმა ოტოსმა და ეფიალტესმა.
ლიტერატურა რედაქტირება
- გელოვანი ა., „მითოლოგიური ლექსიკონი“, თბილისი, 1983, გვ. 324
სქოლიო რედაქტირება
- ↑ Павсаний. Описание Эллады IX 29, 2 დაარქივებული 2020-06-26 საიტზე Wayback Machine. .
- ↑ Цицерон. О природе богов III 54 დაარქივებული 2019-07-23 საიტზე Wayback Machine. .