აიბ (სომხ. Այբ դպրոց) — კერძო საგანმანათლებლო კომპლექსი სომხეთის დედაქალაქ ერევანში. გაიხსნა 2011 წელს Ayb Educational Foundation-ს მიერ. ამჟამად სკოლაში 195 მოსწავლე სწავლობს, სკოლის თანამშრომელთა რაოდენობა კი 53-ს აღწევს. სწავლა სომხურ, რუსულ და ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. მოსწავლეები 12 ბალიანი სისტემით ფასდებიან. აიბ-ის სიმბოლური ფერებია თეთრი და სტაფილოსფერი, დევიზი კი „იცოდე და შექმნი“ (სომხ. Իմա եւ արա და სომხ. Իմացիր և արարիր). სკოლა არაკომერციული ორგანიზაციაა, დარეგისტრირებული როგორც „Ayb Learning Hub Foundation“.

აიბ
დევიზი: „იცოდე და შექმნი“
დაარსდა: 2011
დირექტორი: დავით საჰაკიანი
ტიპი: კერძო, არაკომერციული ორგანიზაცია
მოსწავლე: 195
მისამართი: თბილისის გზატკეცილი 11/11, ერევანი, სომხეთი

ისტორია რედაქტირება

Ayb Educational Foundation 2006 წელს დაარსდა, სომხეთში განათლების დონის გასაუმჯობესებლად. 2010 წელს სომხეთის მთავლობამ გამოყო 7 ჰექტარი მიწა აიბ-ის სკოლის პროექტისთვის. 2011 წელს საგანმანათლებლო კომპლექსის პირველი სექტორი გაიხსნა[1].

თავდაპირველად კომპლექსი გაიხსნა როგორც საშუალო სკოლა. 2013 წელს გაიხსნა სკოლის ძირითადი სექტორი, 2014 წელს კი მესამე სექტორის მშენებლობაც დასრულდა. კომპლექსს გააჩნია საკუთარი ხელოვნების ცენტრი, მედია ცენტრი, ეკლესია და სპორტული კომპლექსი.

სკოლის პრეზიდენტი მესროპ არამიანია, დირექტორი კი დავით საჰაკიანი.

გალერეა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. History. ციტირების თარიღი: 15 April 2014.