ათნოხის კარის ანგელოზის ეკლესია
ათნოხის კარის ანგელოზის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დგას დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ათნოხის ჩრდილოეთით 100 მეტრში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.
ეკლესია (5,6X3,2 მ) უაფსიდოა და აღმით სწორი კედლითაა დასრულებული. ნაგებია ნატეხი ქვითა და შირიმით. დანგრეულია. შემორჩენილია 0,6 მ სიმაღლეზე კედლები. შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ივ. წიკლაური, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 201.