AtheOS

(გადამისამართდა გვერდიდან ათეოესი)

AtheOS — უფასო ოპერაციული სისტემა ინტელის x86 ტიპის პროცესორით აღჭურვილი კომპიუტერებისათვის. იგი გამოშვემული იყო GPL-ის ლიცენზიის მიხედვით. იგი თითქმის მთლიანად იყო დაპროგრამებული ნორვეგიელი პროგრამისტის კურტ სკაუენის მიერ.

AtheOS
შემქმნელი კურტ სკაუენი
სამუშაო მდგომარეობა შეწყვეტილია
წყაროს მოდელი ღია წყარო
უკანასკნელი გამოშვება 0.3.7 / 9 ოქტომბერი, 2001; 23 წლის წინ (2001-10-09)
ლიცენზია GNU General Public License
ოფიციალური საიტი atheos.syllable.org/index.html

AtheOS-მა გადაიღო ბევრი ბიოესის (BeOS) ტექნოლოგია (64 ბიტიანი ფაილური სისტემა (AtheOS File System, AFS), SMP, API C++-ში, POSIX-ს ფლობა, მრავალ გარემოიანია). მისი გრაფიკული ინტერფეისი ბაძავს ამიგაოესის (AmigaOS) ვორქბენჩს (Workbench).

კურტ სკაუენმა შექმნა ვებ-ბრაუზერი სპეციალურათ AtheOS-ისთვის, რომელსაც ABrowse უწოდა; იგი იყენებს KDE პროექტის HTML-ის ძრავს KHTML-ს.

AtheOS-ის პროექტის წინ წასვლა ძალიან შენელდა 2001 წლის დასრულების დროიდან. ამიტომაც მოყვარულთა ჯგუფმა, რომლის მეთაურები იყვნენ რიკ კაუდილი (Rick Caudill), ჰენრიკ ისაკსონი (Henrik Isaksson) და კრისტიან ვან დერ ვლიეტი (Kristian Van Der Vliet), გადაწყვიტეს პროქტის გაგრძელება ახალი პროექტის სახელით, როლიც არის სილაბლოსი (Syllable). ეს პროექტი მალე პოპულარული გახდა ძველ AtheOS-ის მომხმარებლების შორის.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=AtheOS&oldid=4353205“-დან