ათარის ნასახლარი
ათარის ნასახლარი — არქეოლოგიური ძეგლი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტის სოფელ ათარაში.
ათარის ნასახლარი ითხრებოდა 1976-1978 წლებში. ნასახლარი ბუნებრივი ბორცვის თხემზეა განლაგებული, ერთფენიანია და კულტურული ნაშთები კორდოვანი შრის ქვეშ, მონაცრისფრო ჰუმუსოვან თიხნარში გვხვდება. კულტურული ფენის სისქეა 30-45 სმ. დაფიქსირდა მიწატკეპნილი მოედნები. აღმოჩენილია კერამიკის ფრაგმენტები და ქვის მასალა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 26567