აზნაურა
აზნაურა — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ჰერეთიდან.
აღმოაჩინა მ. ხუციშვილმა 1929 წელს კახის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე აზნაურის ნაპირებზე, რის შემდეგაც სოფელ ქუშხუთანში, საკუთარ ნაკვეთში გადაიტანა და გაამრავლა.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი დიდი ზომისაა, ოდნავ ოვალური, სამ-ხუთნაკვეთიანი. ფოთლის ქვედა მხარე საშუალოდაა დაფარული ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი მდედრობითი სქესისაა. მტევანი დიდი ზომის აქვს, ცილინდრული ფორმის. თხელი ან საშუალო სიკუმსის. ლამაზი და მიმზიდველი გარეგნობის. ჯიშისათვის დამახასიათებელია განუვითარებელი (პათენოკარპიული) მარცვლები. მარცვალი დიდი ზომისაა, ოვალური ფორმის, იშვიათად მრგვალი, შავი, ლამაზი, საშუალო სისქის ცვილისებრი ფიფქით დაფარული. თხელკანიანია, რბილობი წვნიანია, სუსტი ვარდისფერი შეფერვის, გემო სასიამოვნო აქვს, ოდნავ მომჟავო, კარგად გამოხატული ჯიშური არომატით.
ჯიშს ახასიათებს ძლიერი ზრდა და მაღალი მოსავლიანობა. მტევნის წონა 280-325 გრამს შორის მერყეობს. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19.8-20.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.9 გ/ლ-ს.
მიიღება სუფრის წითელი და ცქრიალა ღვინოები.
ლიტერატურა
რედაქტირება- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 19