აზერ ზეინალოვი
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|აზერ ზეინალოვი}} |
აზერ ზეინაბაბდინ ოღო ზეინალოვი (აზერ. Azər Zeynalabdin oğlu Zeynalov) — ცნობილი აზერბაიჯანული საოპერო მომღერალია (ლირიკული და დრამატული ტენორი). აზერბაიჯანისა და დაღესტნის სახალხო არტისტი. პროფესორი
აზერ ზეინალოვი | |
---|---|
ინგლ. Azər Zeynalov | |
"მამაკაცი შავებში" | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | აზერ ზეინალაბდინ ოღლი ზეინალოვი |
დაბ. თარიღი | 13 დეკემბერი 1964 |
დაბ. ადგილი | ნახიჩევანი, აზერბაიჯანი |
წარმოშობა | აზერბაიჯანი |
ჟანრ(ებ)ი | მომღერალი, მუსიკის პედაგოგი |
აქტიური | 1990- |
საიტი | johnnycash.com |
აზერ ზეინალოვი ვიკისაწყობში |
ბიოგრაფია
რედაქტირებააზერ ზეინალოვი დაიბადა 1964 წლის 13 დეკემბერს ქალაქ ნახიჩევანში.
დაამთავრა სამი უმაღლესი სასწავლებელი - აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი (სარეჟისორო განყოფილება), იტალიის აგოსტინო სტეფანის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (ვოკალური განყოფილება) და ბაქოს მუსიკალური აკადემია (ვოკალური განყოფილება).
1990 წლიდან - რაშიდ ბეიბუტოვის სახელობის სახელმწიფო სიმღერის თეატრის სოლისტი.
1996 წლიდან - აზერბაიჯანის სახელმწიფო აკადემიური ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. მთავარი მსახიობია აზერბაიჯანელი და ევროპელი კომპოზიტორების ოპერებში. ასევე ცნობილია როგორც სიმღერების, რომანების და ხალხური სიმღერების შემსრულებელი. მას უამრავი გასტროლები აქვს ჩატარებული მსოფლიოს დიდ საკონცერტო დარბაზებში.
2001 წლიდან - აზერბაიჯანის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტის ვოკალური განყოფილების ხელმძღვანელი.
2016 წლიდან - ვოკალური განყოფილების ხელმძღვანელი აზერბაიჯანის ეროვნულ კონსერვატორიაში.
სახელმძღვანელო „ვოკალური შესრულება“-ს ავტორი.