აზერბაიჯან-მექსიკის ურთიერთობები
აზერბაიჯან-მექსიკის ურთიერთობები აღნიშნავს დიპლომატიურ ურთიერთობებს აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და მექსიკის შეერთებულ შტატებს შორის. ორივე სახელმწიფო გაერთიანებული ერების ორგანზიაციის წევრია. აზერბაიჯანის საელჩო მექსიკის დედაქალაქ მეხიკოშია განთავსებული, ხოლო მექსიკის საელჩო ბაქოში მდებარეობს.[1][2]
აზერბაიჯანი |
მექსიკა |
ისტორია
რედაქტირება1978 წლის მაისში მექსიკის პრეზიდენტი ხოსე ლოპეს პორტილიო სსრკ-ში მოგზაურობისას ბაქოშიც იმყოფებოდა.[3] 1982 წლის აპრილში პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი მექსიკაში იმყოფებოდა, როგორც საბჭოთა დელეგაციი მეთაური. ვიზიტისას ის პრეზიდენტ ხოსე ლოპეს პორტილიოს შეხვდა.[4] 1991 წლის დეკემბერში მექსიკამ აზერბაიჯანის დამოუკიდებლობა აღიარა. 1992 წლის 14 იანვარს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა.[5] თავდაპირველად ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები წარმომადგენელი საელჩოების მეშვეობით ხორციელდებოდა: აზერბაიჯანის საელჩო ვაშინგტონში (აშშ), ხოლო მექსიკის საელჩო ანკარაში (თურქეთი) მდებარეობდა.[5] 2007 წელს აზერბაიჯანის საელჩო მეხიკოში გაიხსნა, ხოლო მექსიკის საელჩო ბაქოში 2014 წელს ამოქმედდა. 2011 წელს მექსიკის სენატმა ხოჯალის ხოცვა-ჟლეტა აღიარა.[6]
მექსიკის დამოუკიდებლობის 200 წლისთავზე მექსიკამ რიგ ქვეყნების ძეგლების შესაბამისად პარკებისა და მოედნების ხელახალი მოდელირება გადაწვყიტა. აზერბაიჯანის მთავრობამ პასეო-დე-ლა რეფრომის გამზირზე ჰეიდარ ალიევის ძეგლის დადგმა გადაწყვიტა, ხოლო მექსიკის ისტორიულ ცენტრში ხოჯალის ხოცვა-ჟლეტისადმი მიძღვნილი ძგლის აგება გადაწყვიტა. 2012 წლის ნოემბერში ქალაქში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქანდაკების გახსნას მაცხოვრებელთა უკმაყოფილება მოჰყვა. ქალაქის მკვიდრები „დიქტატორის“ ძეგლის გახსნა აპროტესტებდნენ.[7][8] ერთ-ერთი ვერსიით ადგილობრივ მთავრობას ძეგლი სხვა ადგილას უნდა გადაეტანა, თუმცა აზერბაიჯანის საელჩომ განაცხადა, რომ ძეგლის სხვა ადგილას გადატანის შემთხვევაში „აზერბაიჯანს შესაძლოა მექსიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები შეეწყვიტა“.[8] საბოლოოდ, ჰეიდარ ალიევის ძეგლი კერძო სახლში გადაიტანეს, რასაც აზერბაიჯანის მთავრობის მხრიდან 3.8 მილიარდი აშშ დოალრის ინვესტიციის უკან დაბრუნება მოჰყვა.[7]
უმაღლესი დონის შეხვედრები
რედაქტირება2011, 2012 და 2018 წელს მექსიკაში უმაღლესი დონის ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი. 2012 წელს მექსიკას პრემიერ-მინისტრის მოადგილე ალი ჰასანოვი ეწვია. 2008 წელს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა ლაურდეს არანდა ბეზაური, ხოლო 2014 წელს კასპიისპირა სახელმწიფოს სენატორი გაბრიელა კუევას ბარონი ეწვია. 2014 წელს მექსიკელ სენატორთა დელეგაცია, რომელსაც სენატორი გაბრიელა კუევას ბარონი ხელმძღვანელობდა, ოფიციალური ოთხდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანში.[9] 2018 წლის დეკემბერში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი მექსიკის პრეზიდენტის, ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორის ინაუგურაციას დაესწრო.[10]
ორმხრივი შეთანხმებები
რედაქტირებაქვეყნებს შორის არაერთი ორმხრივი შეთანხმებაა დადებული, მათ შორის: „შეთანხმება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მექსიკის საგარეო საქმეთა სამდივნოს შორის აკადემიური დიპლომატიური თანამშრომლობის შესახებ“ (2008); „მემორანდუმი საერთო ინტერსებზე კონსულტაციის მექანიზმების დაარსების შესახებ“საერთო ინტერესების შესახებ“ (2008); „შეთახმება დიპლომატიურ პასპორტთა მფლობელებისთვის სავიზო გამონაკლისების შესახებ“ (2008); „შეთანხმება ორივე ქვეყნის საფოსტო სამსახურების საერთო ბრენდებთან დაკავშირებით“ (2010) და „შეთანხმება ტელეკომუნიკაციების, საინფორმაციო და კომუნიკაციური ტექნოლოგიების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ“ (2010).[11]
სავაჭრო ურთიერთობები
რედაქტირება2018 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მოცულობა 10 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა.[12] აზერბაიჯანიდან მექსიკაში ძირითადი საექსპორტო პროდუქტები: კომპიუტერული აღჭურვილობა, ზოოლოგიური ნიმუშები და ელექტრული ნაწილები. მექსიკიდან აზერბაიჯანში ძირითადი საექსპორტო პროდუქტებია: საყოფაცხოვრებო ნივთები, მოტორიანი ნავები და სამბორბლიანი მოტოციკლები.[5]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Embassy of Azerbaijan in Mexico City
- ↑ Embassy of Mexico in Baku
- ↑ Trueque de petróleo en 1978 (in Spanish)
- ↑ Visita de Heydar Aliyev a México (in Spanish). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-31. ციტირების თარიღი: 2020-10-09.
- ↑ 5.0 5.1 5.2 Bilateral relations between Mexico and Azerbaijan (in Spanish)
- ↑ Mexican Senate recognizes Azeris’ massacre as genocide
- ↑ 7.0 7.1 Azerbaiyán retira inversión millonaria por polémica estatua de Aliyev (in Spanish)
- ↑ 8.0 8.1 Azerbaiyán romperá relaciones si se remueve monumento de Reforma (in Spanish)
- ↑ Carpeta de Información y análisis para la visita de la delegación del Senado mexicano a la República de Azerbaiyán (in Spanish)
- ↑ Azerbaijani FM leaves for working visit to Mexico
- ↑ Azerbaiyán y México firman Acuerdo de Cooperación Diplomática (in Spanish). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-12. ციტირების თარიღი: 2020-10-09.
- ↑ Mexican Ministry of the Economy: Azerbaijan (in Spanish). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-07-28. ციტირების თარიღი: 2017-07-17