აზერბაიჯანის ტურიზმისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტი
აზერბაიჯანის ტურიზმისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტი (აბრევ. ATMU; აზერ. Azərbaycan Turizm və Menecment Universiteti) — აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ზედამხედველობით დაფუძნებული უნივერსიტეტი. აზერბაიჯანის ტურიზმისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტის მიზანია ტურიზმის ინდუსტრიის განვითარება, ტურიზმის სექტორის პერსონალის სათანადო მომზადება და კვალიფიკაციის ამაღლება მოგზაურობის, დასვენებისა და სტუმართმოყვარების სფეროში.
დაფუძნდა | 13 თებერვალი, 2006 |
---|---|
ტიპი | უნივერსიტეტი |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
https://atmu.edu.az/en/web/index და https://atmu.edu.az/az/web/index |
2014 წელს ინსტიტუტს აზერბაიჯანის ტურიზმისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტი ეწოდა.
ფაკულტეტები
რედაქტირებააზერბაიჯანის ტურიზმისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტში 3 ფაკულტეტი ფუნქციონირებს: ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის, მომსახურების ინჟინერიისა და ბიზნესის ადმინისტრაციის.
ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ტურიზმისა და სასტუმროს მენეჯმენტის, ტურიზმისა და მენეჯმენტის (ინგლისურენოვანი კურსი) და ლინგვისტიკის საბაკალავრო პროგრამები. საერთო ჯამში ფაკულტეტზე 660 სტუდენტი სწავლობს. ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს შეადგენს 1 პროფესორი, 12 უფროსი ლექტორი, 2 უფროსი მასწავლებელი და 58 მასწავლებელი. ფაკულტეტის კლუბებსა და ორგანიზაციებს შორისაა: სტუდენტთა ახალგაზრდული ორგანიზაციები, სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება და კარიერული ცენტრი.
მომსახურების ინჟინერიის ფაკულტეტზე ფუნქციონირებს სოციალური მუშაობის, საერთაშორისო ურთიერთობების, რეგიონული კვლევების, საარქივო მუშაობისა და ძეგლების მიმოხილვის, სატრანსპორტო მომსახურებისა და საკვების ინჟნერიის საბაკალავრო პროგრამები. ფაკულტეტზე საერთო ჯამში 276 სტუდენტი სწავლობს. აკადემიური პერსონალი შედგება 2 პროფესორის, 21 უფროსი ლექტორი, 12 უფროსი მასწავლებლისა და 23 მასწავლებლისგან. ფაკულტეტის დაქვემდებარებაშია სტუდენტთა სამეცნიერო წრე, სტუდენტთა ახალგაზრდული კავშირი, სტუდენტური კლუბი, დებატების კლუბი, ცეკვის კლუბი და კარიერული ცენტრი.
ბიზნესის ადმინისტრაციის ფაკულტეტი მოიცავს მენეჯმენტის, მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრაციის, ფინანსებისა და ბიზნესის ორგანიზებისა და მენეჯმენტის პროგრამებს. ფაკულტეტზე 418 ბაკალავრი, 38 მაგისტრანტი და 17 დოქტორანტი სწავლობს. ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი 2 პროფესორის, 6 უფროსი ლექტორის, 13 უფროსი მასწავლებლისა და 15 მასწავლებლისგან შედგება. ფაკულტეტის დაქვემდებარებაშია ფაკულტეტის მკვლევართა საბჭო, სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოება და კარიერული ცენტრი.
გაცვლითი პროგრამები
რედაქტირებააზერბაიჯანის ტურიზმისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტთან აქვს ურთიერთობები. ატმუ ძირითადად ავსტიის, თურქეთისა და გერმანიის უნივერსიტეტებთან ერთად ახორციელებს პროგრამებს.
აზერბაიჯანის ტურიზმისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტსა და ჯადეს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას 2008 წელს მოეწერა ხელი. თანამშრომლობის მთავარი მიმართულება მიზნად უსახავს უნივერსიტეტებს შორის სტუდენტთა გაცვლას. შეთანხმების მიხედვით, ურთიერთანამშრომლობა მიზანმიმართულია გაცვლითი სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებისკენ ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის, მენეჯმენტისა და მარკეტინგის სფეროებში.
აზერბაიჯანის ტურიზმისა და მენეჯმენტის უნივერსიტეტი მონაწილეობს მელვანას პროგრამაშიც, რომელიც თურქეთის რესპუბლიკისა და უმაღლესი განათლების საბჭოს პროგრამაა. პროგრამის უმთავრესი მიზანია ინტელექტუალური დიალოგის დამყარება და თურქეთის რესპუბლიკის მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან გაცვლითი პროგრამების უზრუნველყოფა. მელვანა პროგრამის მეშვეობით ატმუ თანამშრომლობს ღაზის უნივერსიტეტთან, ყარსის კავკასიის უნივერსიტეტთან, არტაანის უნივერსიტეტთან, სინოპის უნივერსიტეტთან, ამასიის უნივერსიტეტთან, ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტთან და ეგეოსის უნივერსიტეტთან.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Mirəliyev, Fərhad. Fakültələr az-az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-02. ციტირების თარიღი: 2019-11-03.
- Mirəliyev, Fərhad. Yade tətbiqi elmlər universiteti az-az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-22. ციტირების თარიღი: 2019-11-03.
- Azərbaycan Turizm və Menecment Universiteti - ATMU az-az. ციტირების თარიღი: 2017-05-15