აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამსახური

აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამსახური (აზერ. Azəbrbaycan Respublikasının Dövlət Təhlükəsizliyi Xidməti) — აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო აღმასრულებელი ორგანო, რომელიც ჩამოყალიბებულია აზერბაიჯანის ეროვნული უშიშროების სამინისტროს საფუძველზე[1]. ხელმძღვანელი ალი ნაღიევი[2].

აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამსახური
აზერ. Azəbrbaycan Respublikasının Dövlət Təhlükəsizliyi Xidməti
აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამსახური
უწყების შესახებ
შეიქმნა 2015, 14 დეკემბერი
უწყების ხელმძღვანელი ალი ნაღიევი, სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსი
საიტი
dtx.gov.az

აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამსახური ჩამოყალიბდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებით 2015 წლის 14 დეკემბერს, აზერბაიჯანის ეროვნული უშიშროების სამინისტროს საფუძველზე[3].

2016 წლის 11 აგვისტოს დამტკიცდა აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ემბლემა; „აზერბაიჯანის ეროვნული შიშროების სამინისტროს ემბლემის შესახებ“ ბრძანების შეტანის საფუძელზე, ცვლილებები შეიტანეს გაუქმებული სუს- ის ოფიციალური ემბლემის სახელსა და გამოსახულებაში. ამრიგად, სიტყვები „ეროვნული უშიშროების სამინისტრო“ შეიცვალა „სახელმწიფო უშიშროების სამსახურად“[4].

სუს-ის აკადემია

რედაქტირება

აკადემია შეიქმნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის 1998 წლის 1 დეკემბრის ბრძანებით. აკადემიის მთავარი მიზანია ეროვნული უშიშროების ორგანოებისთვის მაღალკვალიფიციური პერსონალის მომზადება. 2005 წლის 20 დეკემბრის ბრძანებით, აკადემიას ჰეიდარ ალიევის სახელი მიენიჭა. აკადემია ფუნქციონირებდა აზერბაიჯანის ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროში, ხოლო 2015 წლის დეკემბრიდან ფუნქციონირებს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ქვეშ[5][6].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება