აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის დღე
აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის დღე (აზერ. Azərbaycan Respublikasının Dövlət Bayrağı günü) — ოფიციალური დღესასწაული აზერბაიჯანში. 2009 წლის 17 ნოემბერს პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მიერ ხელმოწერილი იქნა განკარგულება სახელმწიფო დროშის დღის დაწესების შესახებ. მას შემდეგ ყოველი წლის 9 ნოემბერს რესპუბლიკაში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ოფიციალურად უქმე დღეა.[1]
აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის დღე | |
დაწესდა | 17 ნოემბერი, 2009 |
---|---|
თარიღი | 9 ნოემბერი |
დაკავშირებულია | 1918 წელს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშად დამტკიცებასთან |
ილჰამ ალიევისვე ცნობით, განკარგულების 17 ნოემბერს ხელმოწერის მიზეზი გახდა 1990 წლის 17 ნოემბერს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშის, როგორც სახელმწიფო სიმბოლოს პირველად აღმართვა.[2]