აზერბაიჯანის ოჯახის, ქალთა და ბავშვთა სახელმწიფო კომიტეტი

აზერბაიჯანის ოჯახის, ქალთა და ბავშვთა სახელმწიფო კომიტეტი (აზერ. Azərbaycan Respublikasının Ailə, Qadın və Uşaq Problemləri üzrə Dövlət Komitəsi) არის აზერბაიჯანის სახელმწიფო კაბინეტის შემადგენლობაში შემავალი სამთავრობო სააგენტო, რომელიც არეგულირებს ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვას და აკონტროლებს არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას, რომლებიც მონაწილეობენ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოჯახის ინსტიტუტის გაძლიერებაში. სამინისტროს ხელმძღვანელობს ჰიჯრან ჰუსეინოვა.

აზერბაიჯანის ოჯახის, ქალთა და ბავშვთა სახელმწიფო კომიტეტი
აზერ. Azərbaycan Respublikasının Ailə, Qadın və Uşaq Problemləri üzrə Dövlət Komitəsi
აზერბაიჯანის ოჯახის, ქალთა და ბავშვთა სახელმწიფო კომიტეტი
უწყების შესახებ
შეიქმნა 2006
იურისდიქცია აზერბაიჯანი აზერბაიჯანის დროშა
უწყების ხელმძღვანელი ჰიჯრან ჰუსეინოვა
უწყების ტიპი კომიტეტი
საიტი
scfwca.gov.az

1998 წლის 14 იანვარს, პრეზიდენტის ბრძანებით შეიქმნა ქალთა საქმეთა სახელმწიფო კომიტეტი. კომიტეტი არეგულირებს საქმიანობას, რომელიც ეხება ამ სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრას. 2006 წლის 6 თებერვალს კომიტეტმა გააფართოვა თავისი პორტფელი ოჯახებისა და ბავშვების პრობლემების გადასაჭრელად და, ამრიგად, დაარსდა ოჯახის, ქალთა და ბავშვთა პრობლემების გადაჭრის სახელმწიფო კომიტეტი. დაარსების დღიდან კომიტეტმა ხელი შეუწყო ქალთა დამოუკიდებლობას სამოქალაქო საზოგადოებაში, ოჯახებში საარსებო წყაროს გაზრდის თვალსაზრისით.

საქმიანობა

რედაქტირება

კომიტეტის საქმიანობა შემდეგია:

  • მონაწილეობს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებაში შესაბამის სფეროში და უზრუნველყოფს ამ პოლიტიკის განხორციელებას;
  • უზრუნველყოფს შესაბამისი დარგის განვითარებას;
  • მოქმედებს კანონით განსაზღვრულ სხვა სფეროებში.

აზერბაიჯანის რესპუბლიკა შეუერთდა გაეროს კონვენციას ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1995 წელს და პერიოდულ მოხსენებებს წარუდგენს კონვენციის განხორციელების შესახებ გაერო-ს იმავე კომიტეტს.

აზერბაიჯანის მილი მეჯლისის მიერ გენდერულ თანანსწორობაზე მიღებული  კანონის მთავარი მიზანია ქალებისა და მამაკაცების თანაბარი უფლებების დაცვა საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში და ყველანაირი ფორმის დისკრიმინაციის აღმოფხვრა სქესის ნიშნით. ამ სამართლებრივი, ორგანიზაციული და სხვა მექანიზმის წყალობით, სახელმწიფო უზრუნველყოფს ქალთა და მამაკაცთა თანაბარ წარმომადგენლობას მართვაში და გადაწყვეტილების მიღებაში, თანაბარ შესაძლებლობებს, გენდერულ თანასწორობასა და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრაში.

ყოველდღიური ძალადობის პრევენციის ამოცანა მომავლის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ამისათვის მომზადდა "დემოკრატიული საზოგადოებაში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის რესპუბლიკური ყოვლისმომცველი პროგრამა". პროგრამის მიზანია ოჯახში ძალადობის შემცირება და ძალადობრივი ქცევის თავიდან აცილება სპეციალური ღონისძიებების საშუალებით, საჯარო და პირადი ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი „ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის შესამუშავებლად, მომზადდა შესაბამისი კანონპროექტი და წარედგინა მილი მეჯლისს.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ოჯახის, ქალთა და ბავშვთა საქმეთა სახელმწიფო კომიტეტი აფორმებს და მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ყველა სფეროში.

2006 წლის 1 ივნისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ოჯახის, ქალთა და ბავშვთა სახელმწიფო კომიტეტმა ჩაატარა ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი 10-დღიანი ღონისძიებების სერია[1].

სტრუქტურა

რედაქტირება

კომიტეტის სტრუქტურა შედგება განყოფილებებისგან და აპარატებისგან.

სულ წარმოდგენილია 6 განყოფილება:

  • საერთო;
  • ოჯახური პრობლემების;
  • ქალთა და გენდერული საკითხების;
  • ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემების;
  • საერთაშორისო ურთიერთობების;
  • ფინანსური და ეკონომიკური განყოფილება.

კომიტეტის მოვალეობები

რედაქტირება
  • უზრუნველყოს ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, კერძოდ ქალთა და ბავშთა უფლებების დაცვა;
  • განახორციელოს ნორმატიული რეგულირება იმ საკითხებში, რაც მის კომპეტენციაში შედის კანონმდებლობის გათვალისწინებით;
  • მონაწილეობა მიიღოს შესაბამის სფეროში სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაში;
  • უზრუნველყოს სახელმწიფო პროგრამებისა და განვითარების კონცეფციების განხორციელება მათი კომპეტენციის ფარგლებში;
  • სხვა აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის დაკავშირება შესაბამის სფეროსთან;
  • უზრუნველყოს საერთაშორისო ხელშეკრულებების იმპლემენტაცია, რომელთა მონაწილე მხარეა აზერბაიჯანის რესპუბლიკა;
  • ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა, ბავშვთა და დაუცველ ოჯახთა სოციალური პრობლემების შესწავლა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების წინაშე საკითხების წამოწევა;
  • რჩევების მიცემა თანამედროვე მენეჯმენტისა და საბაზრო ეკონომიკის საფუძვლებთან, ქალთა მეწარმეობასთან და შესაბამის სამთავრობო უწყებებთან კონსულტაციების გაწევა ოჯახური ეკონომიკის დამკვიდრებაში;
  • პროექტების მომზადების მიზნით, სხვადასხვა პროფესიის წახალისებისა და ქალთა პროფესიონალური განვითარების ხელშესაწყობად, პოლიტიკის შესაბამისად, დასაქმების სტრატეგიის განხორციელება და შესაბამის ორგანიზაციებთან ერთობლივი საქმიანობის უზრუნველსაყოფა;
  • საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, თანამედროვე სამეცნიერო მიღწევების გამოყენება შესაბამის სფეროში, აგრეთვე კვლევითი მუშაობის ჩატარება და წარმართვა;
  • უზრუნველყოს ბიუჯეტის გამოყოფების, სესხების, გრანტების და სხვა დარგისთვის შესაბამისი ფინანსური რესურსების ეფექტურად გამოყენება;
  • მიიღოს აუცილებელი ზომები კანონის საიდუმლოების დაცვის მიზნით;
  • უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება მათი საქმიანობის შესახებ;
  • კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს ზომები კომიტეტის სტრუქტურისა და საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით;
  • განიხილავს განცხადებებს და საჩივრებს კომიტეტის საქმიანობის შესახებ და იღებს ზომებს კანონის შესაბამისად;
  • ზომების მიღება კომიტეტის თანამშრომლების სოციალური დაცვის, სამუშაო პირობების და ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით;
  • სათანადო აღრიცხვის უზრუნველსაყოფად;
  • შეასრულოს კანონით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები საქმიანობის შესაბამისად.

კომიტეტის უფლებები

რედაქტირება

კომიტეტს აქვს უფლებამოსილების შესრულების შემდეგი უფლებები:

  • წინადადებების წარდგენა შესაბამის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ;
  • თავისი უფლებამოსილების ფარგლებში შექმნას ერთიანი საინფორმაციო სისტემა;
  • ქალებთან და მამაკაცებთან სისტემატური მუშაობა გენდერული თანასწოროფის უზრუნველსაყოფად;
  • მონაწილეობა მიიღოს დეკლარაციაში ათასწლეულის განვითარების მიზნების შემუშავებაში;
  • ჯანმრთელი დედის, ჯანმრთელი ბავშვის პრინციპების დაცვა, იურიდიული ცოდნის შესწავლა ბავშვთა უფლებების დაცვის საქმეში;
  • მიიღონ ზომები სამუშაო ადგილებზე მშრომელ ქალთა უფლებების დასაცავად;
  • შესაბამის დარგებთან დაკავშირებული კანონპროექტების მომზადება ან მათ მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • მიიღოს ინიციატივა, მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანის რესპუბლიკას შესაბამის საერთაშორისო ხელშეკრულებებში;
  • ჩართოს დამოუკიდებელი ექსპერტები და სპეციალისტები თავიანთ საქმიანობაში, კანონით დადგენილი წესით;
  • სხვადასხვა სფეროში ტრენინგების, კურსების, სემინარების და სხვა ღონისძიებების ორგანიზება;
  • კანონის შესაბამისად გამოსცეს სპეციალური ბიულეტენები და სხვა პუბლიკაციები, შექმნას და გამოიყენოს ვებ – გვერდი;
  • წინადადებების წარდგენა შესაბამის სფეროში ინვესტიციების მოზიდვის შესახებ.


რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება