აზერბაიჯანის მიგრაციის კოდექსი

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიგრაციის კოდექსი (აზერ. Azərbaycan Respublikasının Miqrasiya Məcəlləsi) — ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების ნორმებს მიგრაციის სფეროში[1]. კოდექსი მიღებულ იქნა 2013 წლის 2 ივლისს[2].

შინაარსი

რედაქტირება

აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიგრაციის კოდექსი შედგება ექვსი ნაწილისგან, 15 თავისა და 95 მუხლისგან.

პირველი ორი თავი შედის კოდექსის პირველ ნაწილში და მოიცავს კოდექსის ზოგად დებულებებს: აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიგრაციის კანონმდებლობასა და უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა მიგრაციის ჩანაწერებს. პირველი ნაწილში შედის 8 სტატია.

მეორე ნაწილი — შემოსვლა და გასვლა, მოიცავს 15 სტატიას. ეს სტატიები განსაზღვრავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქეების ქვეყნიდან გასვლისა და შესვლის წესებს, აგრეთვე უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების შესვლას აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მათ დროებით ყოფნასა და გამგზავრებას.

კოდექსის მესამე ნაწილში არის ისეთი სტატიები, რომლებიც განსაზღვრავენ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დროებით ყოფნას, დროებითი და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ხანგრძლივობის პერიოდს, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დროებითი და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის წესებს.

მიგრაციის კოდექსის მეოთხე ნაწილი მოიცავს შრომითი მიგრაციის ნორმებს.

ნორმატიული აქტის მეხუთე ნაწილი მოიცავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივ მდგომარეობას, რომელშიც უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებები და ვალდებულებები განისაზღვრება აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში.

კოდექსის ბოლო ნაწილი მოიცავს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა გაძევების ზოგად წესებსა და საფუძვლებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ, უკანონოდ მიგრანტთა დაკავების ცენტრებში უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირების განთავსების საფუძვლებს, წესებს, ვადებსა და პროცედურებს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიგრაციის კოდექსის ბოლო სტატიაში შეყვანილია მიგრაციის კანონმდებლობის დარღვევის პასუხისმგებლობის ნორმები[3].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება