აზერბაიჯანის მთავრობის სახლი

აზერბაიჯანის მთავრობის სახლი (აზერ. Hökümət evi) — აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობის შენობა, რომელიც ბაქოში, აზადლიღის (თავისუფლების) მოედანზე მდებარეობს. მთავრობის სახლის მთავარი მიზანია ერთიან შენობაში ყველა სამინისტროებისა და წამყვანი პროფილის სააგენტოების გაერთიანება.

აზერბაიჯანის მთავრობის სახლი
Hökümət evi
250
ფაილი:Government House of Azerbaijan.jpg
წინა სახელები ბაქოს საბჭოთა სასახლე
ზოგადი ინფორმაცია
არქიტექტურული სტილი ბაროკო
ქვეყანა აზერბაიჯანი
ქალაქი ბაქო
მდებარეობა აზერბაიჯანი
მისამართი აზადლიღის მოედანი
კოორდინატები 40°22′26″ ჩ. გ. 49°51′09″ ა. გ. / 40.37389° ჩ. გ. 49.85250° ა. გ. / 40.37389; 49.85250
მფლობელი აზერბაიჯანის მთავრობა
დაიწყო 1936
დასრულდა 1952
არქიტექტორ(ებ)ი ლევ რუდნევი

1934 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ გამოაცხადა ტენდერი ბაქოს საბჭოთა სასახლის მშენებლობაზე (შემდგომში მთავრობის სახლი). კონკურსში გაიმარჯვეს ცნობილმა არქიტექტორებმა ლევ რუდნევმა, ვლადიმერ მუნცმა და კ. ტკაჩენკომ. მთავრობის სახლის შენობა 1936-1952 წლებში აშენდა. შენობის მშენებლობამ განაპირობა ლენინის მოედანის მშენებლობა (ახლა აზადლიღის მოედანი). 1955 წელს ვლადიმერ ლენინის ძეგლი შენობის წინ იდგა[1]. გარდა ამისა, 1960-1970-იან წლებში ააშენეს სასტუმროები „აზერბაიჯანი” და  „აფშერონი”, 16-სართულიანი შენობები უზეირ ჰაჯიბეჯოვის ქუჩაზე, ასევე ააშენეს „აზერპოჩტის“ (აზერბაიჯანის ფოსტა) შენობა[2]. შავი იანვრის მოვლენების დროს ლენინის ძეგლი დაამხეს. ახლა ძეგლის ადგილას აზერბაიჯანის დროშა ფრიალებს. ლენინის მოედანი კი აზადლიღის (თავისუფლების) მოედნად გადაკეთდა.

1991 წელს, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის შემდეგ, შენობაში მრავალი ორგანიზაცია და ბიზნეს ფირმა იყო. შენობის სრული რეკონსტრუქციის შემდეგ, ყველა ფირმა გადავიდა ქალაქის სხვა ადგილებში და ოფისები გადაეცა სამთავრობო ორგანიზაციებს[3].

2006 წლიდან 2010 წლამდე, აზერბაიჯანის მთავრობის მითითებით, შენობა გარემონტდა. შენობის ირგვლივ პარკის რეკონსტრუქციისა და გადამუშავებისთვის 40.8 მილიონი მანათი დაიხარჯა[4].

შენობაში ფუნქციონირებს ეკოლოგიისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სახელმწიფო კომიტეტი, ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო კომიტეტი, მატერიალური რესურსების სახელმწიფო კომიტეტი, ნიადაგისა და წყლის ეკონომიკის გაუმჯობესების სახელმწიფო კომიტეტი[5]. მოგვიანებით შენობაში განალაგეს კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო, სოციალური დაცვისა და შრომის დაცვის სამინისტრო, შესყიდვების რესპუბლიკური სააგენტო  და საავტორო უფლებების დაცვის რესპუბლიკური სააგენტო.

გამოსახულებები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება